ახალი ამბები

დღეს საქართველოში მერებს, გამგებლებსა და საკრებულოს წევრებს აირჩევენ

15 ივნისი, 2014 • • 1860
დღეს საქართველოში მერებს, გამგებლებსა და საკრებულოს წევრებს აირჩევენ

თბილისის მერობისთვის 14 კანდიდატი იბრძვის, ესენია: დავით ნარმანია (“ქართული ოცნება”), ნიკანორ (ნიკა) მელია (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა), კახა კუკავა (არასაპარლამენტო ოპოზიცია), დიმიტრი ლორთქიფანიძე („ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიცია”), ასმათ ტყაბლაძე (ლეიბორისტული პარტია), ირმა ინაშვილი (საქართველოს პატრიოტთა ალიანსი), გიორგი გაჩეჩილაძე (მწვანეთა პარტია), თეიმურაზ მურვანიძე (საქართველოს გზა), სერგო ჯავახიძე (ბლოკი „თვითმმართველობა ხალხს!”), ირაკლი ღლონტი (რეფორმატორები), გიორგი ლილუაშვილი (მერაბ კოსტავას საზოგადოება), როინ ლიპარტელიანი (საქართველოს მშრომელთა საბჭო), გიორგი ლაღიძე (მომავალი საქართველო), მიხეილ სალუაშვილი (უფლის სახელით-უფალია ჩვენი სიმართლე).

 

2010 წელს თბილისის მერის არჩევნებში 9 კანდიდატი მონაწილეობდა, რომელთა შორის ხმების 55.23%-ით “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა გიორგი (გიგი) უგულავამ გაიმარჯვა. სხვა კანდიდატების შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა: ირაკლი ალასანია (“ალიანსი საქართველოსთვის”) – 19.05%, გიორგი ჭანტურია (“გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგოლია – ქრისტიან-დემოკრატიული  გაერთიანება”) – 10.7%, ზვიად ძიძიგური (“ეროვნული საბჭო”) – 8.31%, გიორგი (გოგი) თოფაძე (მრეწველები) – 5.19%, თამაზ ვაშაძე (პ/მ “სოლიდარობა”) – 0.65%, ნიკოლოზ ივანიშვილი (“სახალხო დემოკრატები”) – 0.51%, დავით იაკობიძე (თორთლაძე – დემოკრატიული პარტია) – 0.21% და გიორგი ლაღიძე (მომავალი საქართველო) – 0.14%.

 

თბილისის გარდა, დღეს მერები აირჩევიან საქართველოს კიდევ 11 ქალაქში:

 

ქუთაისში მერობის 7 კანდიდატი იბრძვის, ესენია: შოთა მურღულია (“ქართული ოცნება”), გიორგი თევდორაძე (ნაციონალური მოძრაობა), თეიმურაზ შაშიაშვილი (ნინო ბურჯანაძე − ერთიანი ოპოზიცია), მაგდა გაბრიჩიძე (არასაპარლამენტო ოპოზიცია (კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე), ალექსანდრე კეზევაძე (საქართველოს პატრიოტთა ალიანსი), ირაკლი კიკვაძე (ლეიბორისტული პარტია), ხათუნა მაჭავარიანი (თვითმმართველობა ხალხს!);

 

ბათუმში მერობის 11 კანდიდატია რეგისტრირებული, ესენია: გიორგი ერმაკოვი (“ქართული ოცნება”), გიორგი დიასამიძე (ნაციონალური მოძრაობა), მურმან ბერიძე – (ნინო ბურჯანაძე − ერთიანი ოპოზიცია), ალექსანდრე თევზაძე (არასაპარლამენტო ოპოზიცია (კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე), თეიმურაზ მიქელაძე (საქართველოს პატრიოტთა ალიანსი), ნუგზარ ჩხაიძე (ლეიბორისტული პარტია), დურმიშხან შაინიძე (თვითმმართველობა ხალხს!), გოჩა გუგუნავა (საქართველოს გზა), მერაბ ხიმშიაშვილი (ერთიანობის დარბაზი), დავით დიასამიძე (ირაკლი ღლონტი − რეფორმატორები), ჯუმბერ თავართქილაძე (ხალხის პარტია);

 

რუსთავში მერობისთვის 9 კანდიდატი იბრძოლებს, ესენია: დავით ჯიქია (“ქართული ოცნება”), მამუკა ჩიქოვანი (ნაციონალური მოძრაობა), კობა ძლიერიშვილი (ნინო ბურჯანაძე − ერთიანი ოპოზიცია), ალექსანდრე ბერიძე (არასაპარლამენტო ოპოზიცია (კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე), ივანე შათირიშვილი (საქართველოს პატრიოტთა ალიანსი), რევაზ რიჟამაძე (ლეიბორისტული პარტია), ელგუჯა ქოჩიაშვილი (უფლის სახელით − უფალია ჩვენი სიმართლე), ერასტი კიწმარიშვილი (ჩვენი საქართველო), ალექსანდრე კობაიძე (სალომე ზურაბიშვილი − საქართველოს გზა);

 

გორში მერობის 7 კანდიდატია რეგისტრირებული, ესენია: ზურაბ ჯირკველიშვილი (“ქართული ოცნება”), არჩილ საბიაშვილი (ნაციონალური მოძრაობა), მამუკა ნოზაძე (ნინო ბურჯანაძე − ერთიანი ოპოზიცია), ვასილ ბუთხუზი (არასაპარლამენტო ოპოზიცია (კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე), კახაბერ ერგემლიძე (ირაკლი ოქრუაშვილი − ქართული პარტია), თამაზ მაყაშვილი (ერთიანობის დარბაზი), გიული მუკნიაშვილი (საქართველოს მშრომელთა საბჭო);

 

ფოთში მერობისთვის 4 კანდიდატი იბრძოლებს, ესენია: ირაკლი კაკულია (“ქართული ოცნება”), ვახტანგ დარცმელიძე (ნაციონალური მოძრაობა), დავით ქანთარია (ნინო ბურჯანაძე − ერთიანი ოპოზიცია), უშანგი გეგენავა (საქართველოს პატრიოტთა ალიანსი);

 

ზუგდიდში, ასევე, მერობის 4 კანდიდატია რეგისტრირებული, ესენია: ირაკლი გოგოხია (“ქართული ოცნება”), თეიმურაზ ბასილაია (ნაციონალური მოძრაობა), რუსუდან პაჭკორია (ნინო ბურჯანაძე − ერთიანი ოპოზიცია), ირაკლი ღურწკაია (არასაპარლამენტო ოპოზიცია (კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე);

 

ოზურგეთის მერობისთვის 8 კანდიდატი იბრძოლებს, ესენია: ბეგლარ სიორიძე (“ქართული ოცნება”), ლევან გოგუაძე (ნაციონალური მოძრაობა), კახა ჩავლეიშვილი (ნინო ბურჯანაძე − ერთიანი ოპოზიცია), ირმა კვაჭანტირაძე (არასაპარლამენტო ოპოზიცია (კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე), შოთა გოგიბერიძე (საქართველოს პატრიოტთა ალიანსი), ლაშა მოისწრაფიშვილი (თვითმმართველობა ხალხს!), ივანე ტაბატაძე (საქართველოს გზა), მირზა ჩხიკვიშვილი (ლეიბორისტული პარტია);

 

ამბროლაურში მერობის 2 კანდიდატია რეგისტრირებული, ესენია: რატი ნამგალაძე (“ქართული ოცნება”), ამირან ლომთაძე (ნაციონალური მოძრაობა);

 

ახალციხეში მერობისთვის 4 კანდიდატი იბრძოლებს: გიორგი კოპაძე (“ქართული ოცნება”), გელა დემეტრაძე (ნაციონალური მოძრაობა), ზაზა ნათენაძე (ნინო ბურჯანაძე − ერთიანი ოპოზიცია), გოჩა ათოშვილი (საქართველოს გზა);

 

მცხეთაში მერობის 7 კანდიდატია რეგისტრირებული, ესენია: ავთანდილ ნემსიწვერიძე (“ქართული ოცნება”), გურამ კინწურაშვილი (ნაციონალური მოძრაობა), ილია რუხაძე (ნინო ბურჯანაძე − ერთიანი ოპოზიცია), რამაზ ღვალაძე (სახალხო პარტია), დავით ელიბეგაშვილი (საქართველოს პატრიოტთა ალიანსი), დავით მაჩხანელი (მწვანეთა პარტია), ივანე ბერიძე (საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა);

 

თელავში მერობისთვის, ასევე, 7 კანდიდატი იბრძოლებს, ესენია: პლატონ კალმახელიძე (“ქართული ოცნება”), ალექსი ძულიაშვილი (ნაციონალური მოძრაობა), თამაზ არჯევანიძე (ნინო ბურჯანაძე − ერთიანი ოპოზიცია), გიორგი მოსიაშვილი (არასაპარლამენტო ოპოზიცია (კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე), ზაზა დევიძე (საქართველოს პატრიოტთა ალიანსი), ნოდარ მუმლაური (მწვანეთა პარტია), ქეთევან ზაქარიშვილი (ლეიბორისტული პარტია).

 

ქალაქების მერების გარდა, საქართველოს 59 მუნიციპალიტეტში აირჩევიან გამგებლები. გამგებლობის რეგისტრირებული კანდიდატების ნუსხას ოლქების მიხედვით შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე:

 

მერებისა და გამგებლების გარდა, ასევე, აირჩევიან საქართველოს ქალაქებისა და რაიონების საკრებულოს წევრები, როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული წესით.

 

2014 წლის არჩევნებისთვის თბილისის საკრებულოში პარტიული სიები 19 საარჩევნო სუბიექტმა წარადგინა, ესენია: ბლოკი ქართული ოცნება, ბლოკი – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, არასაპარლამენტო ოპოზიცია (კახა კუკავა, ფიქრია ჩიხრაძე), ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიცია,  საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა, გიორგი გაჩეჩილაძე – მწვანეთა პარტია, უფლის სახელით – უფალია ჩვენი სიმართლე, დავით თარხან-მოურავი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, ბლოკი – თვითმმართველობა ხალხს, ირაკლი ღლონტი – რეფორმატორები, ჩვენი საქართველო, მომავალი საქართველო, ქრისტიან დემოკრატიული პარტია (ქრისტიან დემოკრატები), ერთიანობის დარბაზი, სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს გზა, შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია, სახალხო პარტია, მერაბ კოსტავას საზოგადოება,  საქართველოს მშრომელთა საბჭო.

 

2010 წლის არჩევნებში თბილისის საკრებულოში პროპორციული სიით მონაწილე 14 საარჩევნო სუბიექტიდან საუკეთესო შედეგები აჩვენეს: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 52.5%, “ალიანსი საქართველოსთვის” (ი. ალასანია, ს. სუბარი, დ. უსუფაშვილი, დ. გამყრელიძე, ს. ზურაბიშვილი) – 17.97%, “გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგოლია – ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება” – 12.05%, “ეროვნული საბჭო” – 8.26%,  თოფაძე-მრეწველები – 6.23%.

 

2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით რეგისტრირებულია 24 საარჩევნო სუბიექტი (პარტია/ბლოკი).

 

2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საქართველოს მასშტაბით ხმების უმრავლესობა – 65.75% მიიღო მაშინდელმა მმართველმა პარტიამ – “ნაციონალურმა მოძრაობამ”, ოპოზიციის ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: “გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგოლია – ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება” – 11.94%, “ალიანსი საქართველოსთვის” (ი. ალასანია, ს. სუბარი, დ. უსუფაშვილი, დ. გამყრელიძე, ს. ზურაბიშვილი) – 9.19%, “ეროვნული საბჭო” – 6.77%,  თოფაძე-მრეწველები – 4.19%.

 

2014 წლის 15 ივნისის არჩევნებისთვის თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი კანდიდატების სიას შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.

 

დღევანდელ არჩევნებს საარჩევნო სუბიექტების 45 300 წარმომადგენელი, 16 000-ზე მეტი ადგილობრივი და 560 საერთაშორისო დამკვირვებელი დააკვირდება. საარჩევნო პროცესს 1 500-ზე მეტი მედიის წარმომადგენელი გააშუქებს.

 

ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 429 748 ადამიანია რეგისტრირებული. 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1 740 652 ამომრჩეველმა, რაც მაშინდელი ამომრჩეველთა რაოდენობის 49% იყო.

დღეს, დილის 8:00 სთ-დან კენჭისყრისთვის საქართველოს მასშტაბით  3 637 საარჩევნო უბანი უნდა გაიხსნას.

მასალების გადაბეჭდვის წესი