ახალი ამბები

ანონსი 3 ივნისი

2 ივნისი, 2014 • • 1759
ანონსი 3 ივნისი

09:00 საათზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო დარიალის ხეობაში მიმდინარე გზის გაწმენდით სამუშაოებს მედიის წარმომადგენლებს ადგილზე გააცნობს.

 

10:00 საათზე, სასტუმრო “თბილისი მერიოტში” საძოვრების მართვის, ეკოსისტემების დაცვისა და კლიმატის ცვლილების საკითხებზე რეგიონული სემინარი გაიხსნება.

 

10:00 საათზე, ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ცენტრისა და საია-ს ორგანიზებით, სამდღიანი რეგიონული სემინარი გაიხსნება, რომელშიც ევროკავშირის ექსპერტი თომას ჰამერბერგი მიიღებს მონაწილეობას. 
თემა: “მტკიცებულებათა მოპოვება და ფაქტების დადგენა სტრატეგიული სამართალწარმოების მიზნებისათვის””. 
მის: ჯანსუღ კახიძის ქ. #15

10:00 საათზე, აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი, აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, სამხრეთი კავკასიის საველე ეპიდემიოლოგიისა და ლაბორატორიული სწავლების პროგრამის მონაწილეთა მესამე კოჰორტას სასწავლო კურსის დასრულებას მიულოცავს. 
მის: ასათიანის ქ. #9, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი

11:00 საათზე, “პირველ პრესკლუბში” საბურთალოს რაიონში კოალიცია “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი დავით ზურაბიშვილი პრესკონფერეციას გამართავს. 
თემა: წინასაარჩევნო გარემო, თვითმმართველობის არჩევნები. 
მის: წერეთლის #116, ბინზეს-ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართული
საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი – 595 03 77 22

 

11:00 საათზე, “არასაპარლამენტო ოპოზიციის” თბილისის მერობის კანდიდატი კახა კუკავა რუსთავის საქალაქო სასამართლოში გიორგი ფირანიშვილის და მერაბ კალანდაძის მკვლელობის საქმეზე დაგეგმილ სასამართლო პროცესს დაესწრება. 
საკონტაქტო პირი: ნატა წერეთელი – 597 35 22 88 

 

11:00 საათზე, “რეპორტიორის” პრესკლუბში ,,ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის”, ,,საქართველოს ახალგაზრდობის განვითების კავშირის, მსჯავდრებულთა იურიდიული დახმარების ჯანდაცვისა და შემდგომი რესოციალიზაციის ცენტრისა და საკუთრების უფლებადამცველთა გაერთიანების ხელმძღვანელები ბრიფინგს გამართავენ. 
თემა: არასამთავრობო ორგანიზაციები მარიხუანის ლეგალიზაცია, ლიბერალიზაცია დეკრიმინილიზაციას ეწინააღმდეგებიან.

 

11:00 საათზე, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი სოზარ სუბარი თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებას გახსნის. ღონისძიებას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან. 
მის: ომარ ხიზანიშვილის #260
ჟურნალისტებს შეუძლიათ, 10:30 საათზე გლდანის ციხესთან მივიდნენ, საიდანაც სამინისტროს წარმომადგენელი მათ თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში მისვლაში დაეხმარება. 

11:30 საათზე, “პირველი რადიოს” რადიოკლუბის სტუმარი ჟურნალისტი ელისო ჯანაშია იქნება.
თემა: ფოთში თვითმმართველობის არჩევნების გაყალბების ფაქტებზე გამოძიების მოთხოვნა.

 

11:00 საათზე, “არასაპარლამენტო ოპოზიციის” ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი ალექსანდრე შალამბერიძე სამარშრუტო ტაქსების ფორმის მონოპოლიასთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს. 
მის: ფალიაშვილის ქუჩა, გეგეშიძის ბაღი. 
ტელ : 599 01 61 67 

 

11:30 საათზე, “პირველ პრესკლუბში” “ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის” ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან ასათიანი პრესკონფერენციას გამართავს. 
თემა: წინასაარჩევნო გარემო, თვითმმართველობის არჩევნები. 
მის: წერეთლის #116, ბინზეს-ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართული
საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი – 595 03 77 22

11:30 საათზე, “რეპორტიორის” პრესკლუბში “ლეიბორისტული პარტიის” მერობის კანდიდატი ასმათ ტყაბლაძე ბრიფინგს გამართავს. 

 

12:00 საათზე, “რეპორტიორის” პრესკლუბში საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი ბრიფინგს გამართავს. 

 

12:00 საათზე, “პირველ პრესკლუბში” “არასაპარლამენტო ოპოზიციის” დიდუბის მაჟორიტარობის კანდიდატი მანანა ნაჭყებია პრესკონფერენციას გამართავს. მის: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22 

 

12:00 საათზე, “არასაპარლამენტო ოპოზიციის” თბილისის მერობის კანდიდატი კახა კუკავა პენსიონერებს შეხვდება. 

მის: ალ. ყაზბეგის #12ა

საკონტაქტო პირი: ნატა წერეთელი – 597 35 22 88 

12:00 საათზე, “პირველი რადიოს” რადიოკლუბის სტუმარი პაატა დავითაია
იქნება.
თემა: აფხაზეთში შექმნილი ვითარება.

 

12:00 საათზე, კოალიცია ,,ევრაზიული არჩევანის” წარმომადგენლები “რია ნოვოსტის” თბილისის ოფისში ბრიფინგს გამართავენ.
თემა: რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისა და ოკუპაციის შესახებ კანონის გაუქმების მიზნით 30 000 ხელმოწერის შეგროვება. 
საკონტაქტო ტელ: 591 11 15 95

12:00 საათზე, სასტუმრო “ვერე პალაში” ქართველი და ებრაელი ხალხების 26-საუკუნოვანი მეგობრობის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს ქალაქებში გასამართი საქველმოქმედო კონცერტების შესახებ პრესკონფერენცია გაიმართება. 
თემა: ალექსანდრე კორსანტიას პროექტი “ისრაელის ორკესტრი – იერუსალიმის კამერატა საქართველოში”.
მის: ქუჩიშვილის ქ. #24/8

12:00 საათზე, “პრაიმტაიმის” პრესკლუბში “ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია წინასაარჩევნო გარემოსთან და დარღვევებთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს.

 

12:30 საათზე, “რეპორტიორის” პრესკლუბში რუსთავის მერობის კანდიდატი ლექსო კობაიძე განცხადებას გააკეთებს.

 

12:30 საათზე, “პრაიმტაიმის” პრესკლუბში ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: ნატო-საქართველოს ურთიერთობები და ქვეყანაში განვითარებული პოლიტიკური მოვლენები.

13:00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაცია “ყველა თაობა საქართველოსთვის” პრესკონფერენციას გამართავს. 
თემა: თბილისის მერიის ჩინოვნიკების მიერ სოციალური დახმარებების გაცემის მანკიერი და დანაშაულებრივი პრაქტიკა.
მის: ბახტრიონის ქ. #11ბ 
საკონტაქტო პირი ანა ლობჟანიძე – 593 76 78 72

13:00 საათზე, სამტრედიის კულტურის სახლში ბლოკის “თვითმმართველობა ხალხს” საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება და ბლოკის თავმჯდომარე სერგო ჯავახიძე გამგებლობის და მაჟორიტარობის კანდიდატებს წარადგენს. 

13:00 საათზე, “პრაიმტაიმის” პრესკლუბში პოლიციის ყოფილი თანამშრომელი ზვიად კუპრავა უკანონოდ გათავისუფლებასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.

13:30 საათზე, “პრაიმტაიმის” პრესკლუბში მერობის კანდიდატი გელა სალუაშვილი პრესკონფერენციას გამართავს და “ქართულ ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატებს მიმართავს.

14:00 საათზე, “მწვანეთა პარტიის” წარმომადგენლები ვაჟა-ფშაველას გამზირის მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრას გამართავენ და რაიონის მჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს წარადგენენ. 
მის: ვაჟა-ფშაველას გამზირი, პირველი შესახვევი, #3, პროფკავშირების სასახლის მიმდებარე ტერიტორია.

14:00 საათზე, “არასაპარლამენტო ოპოზიციის” თბილისის მერობის კანდიდატი კახა კუკავა მიწის ლეგალიზაციასთან დაკავშირებით ვარკეთილის მოსახლეობას შეხვდება. 
მის: ვარკეთილი 3, 2 მ/რ, 38 კორპუსის მიმდებარე ტერიტორია
საკონტაქტო პირი: ილია კოლხიდაშვილი – 592 46 06 02

16:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პორტუგალიის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გაიმართება. 
მის: ი. ჭავჭავაძის გამზ. 3, თსუ მეორე კორპუსი, 203-ე ოთახი, თსუ კამოეშის პორტუგალიური ცენტრი

16:00 საათზე, “არასაპარლამენტო ოპოზიციის” თბილისის მერობის კანდიდატი კახა კუკავა კრწანისის მოსახლეობას შეხვდება. 
მის: სოფელი ფონიჭალა, 218-ე სკოლის მიმდებარე ტერიტორია
საკონტაქტო პირი ილია კოლხიდაშვილი – 592 46 06 02

16:00 საათზე, კრწანისის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან” ბექა ნაცვლიშვილი და თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია გორგასლის ქუჩაზე, ჟანი კალანდაძის სახელობის სკვერში (72-ე სკოლასთან) ორთაჭალისა და კრწანისის რაიონის მოსახლეობას შეხვდებიან.

18:00 საათზე, “არასაპარლამენტო ოპოზიციის” თბილისის მერობის კანდიდატი კახა კუკავა ახმეტელის თეატრში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების დასახმარებლდ გამართულ საქველმოქმედო ღონისძიებას დაესწრება. 

საკონტაქტო პირი: ილია კოლხიდაშვილი – 592 46 06 02

18:30 საათზე, “ექსპო ჯორჯიაში” პორტუგალიის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღისა და პორტუგალიის საპატიო საკონსულოს გახსნისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართება. 
საკონტაქტოი პირი ანა რეხვიაშვილი – 551 21 57 77

18:30 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მე-12 სხდომათა დარბაზში დრეზდენის უმაღლესი სამხარეო სასამართლოს პრეზიდენტი ულრიხ ჰაგენლოხი საჯარო ლექციას წაიკითხავს. 
თემა: მოსამართლის დამოუკიდელობა გერმანიაში.

20:00 საათზე, თბილისის საკონცერტო დარბაზში საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი ,,ერისიონი” ფონდ “იავნანას” მხარდასაჭერად საქველმოქმედო კონცერტს გამართავს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი