ახალი ამბები

მერკელი: საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების საკითხი ნატო-ს მომდევნო სამიტის თემა არ იქნება

2 ივნისი, 2014 • • 1056
მერკელი: საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების საკითხი ნატო-ს მომდევნო სამიტის თემა არ იქნება

ამის შესახებ მერკელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღრიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ვფიქრობ, რომ MAP-ის საკითხი ნატო-ს შემდეგი სამიტის თემა არ იქნება, მაგრამ ჩვენ ვხედავთ იმ პროგრესს, რაც არის საქართველოში. ჩვენ ვხედავთ საქართველოს ძალისხმევას, მაგალითად, ავღანეთში. ნატო-ს შემდგომი სამიტისთვის ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, თუ როგორ უნდა გავუსვათ ხაზი იმას, რომ საქართველო არის კარგი პარტნიორი და მე ვფიქრობ, რომ MAP-ის გარდა სხვა შესაძლებლობებიც არსებობს ამის გამოსახატად”, – აღნიშნა მერკელმა. 

 
ჟურნალისტის კითხვას, თუ ნატო მიიღებს გადაწყვეტილებას თავი შეიკავოს შემდგომ ნაბიჯებზე, იქნება თუ არა რუსეთის მხრიდან აღქმული როგორც მწვანე შუქი შემდგომი აგრესიისთვის, მერკელმა ასე უპასუხა:  
“არ მგონია საერთოდ, რომ რაიმე გადაწყვეტილება რუსეთის მხრიდან მიღებული იქნება როგორც მწვანე შუქი დამატებითი აგრესიისთვის. ვფიქრობ, რომ საქართველოს უფრო ინტენსიური ურთიერთობა, პირიქით, მხარდაჭერის ღირსია”, – განაცხადა მერკელმა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი