ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანიდან დეპორტირებული ‘ამნესტის’ თანამშრომლები თბილისში დაბრუნდნენ

7 ოქტომბერი, 2015 • • 962
აზერბაიჯანიდან დეპორტირებული ‘ამნესტის’ თანამშრომლები თბილისში დაბრუნდნენ

“ამნესტი” მიიჩნევს, რომ ეს არის გაგრძელება ჟურნალისტებისა და უფლებადამცველების დევნისა აზერბაიჯანში, სადაც მათი დიდი ნაწილი გისოსებს მიღმაა გამოკეტილი.

 

“კიდევ რა ბნელი საიდუმლოებები აქვს აზერბაიჯანის ხელისუფლებას, რომლის დამალვას ცდილობს დანარჩენი მსოფლიოსგან საპარლამენტო არჩევნების წინ?” – წერია “ამნესტი ინტერნეიშენალის” განცხადებაში.

 

ორგანიზაციის წარმომადგენელმა ლევან ასათიანმა, რომელიც ერთ–ერთია ბაქოდან დეპორტირებულებს შორის, ფეისბუკში დაწერა, რომ უკვე თბილისში იმყოფება:

 



Just landed safely in Tbilisi after being deporting from Azerbaijan, having spent hours at the Baku airport. Amnesty…

Posted by Levan Asatiani on Wednesday, October 7, 2015

 

მიმდინარე წლის ივნისში ამნესტის თანამშრომლები არ შეუშვეს ბაქოში პირველი ევროპული თამაშების წინ დაგეგმილი პრესკონფერენციის ჩასატარებლად. გასულ თვეში კი ეუთოს მისიამ უარი თქვა, დააკვირდეს 1 ნოემბრის საპარლემენტო არჩევნებს აზერბაიჯანში, მას შემდეგ, რაც მათ გარკვეული აკრძალვები დაუწესა აზერბაიჯანის მთავრობამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი