ახალი ამბები

საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები: ცხადაძე რუსეთის მოქალაქე არასდროს ყოფილა

7 ოქტომბერი, 2015 • 2025
საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები: ცხადაძე რუსეთის მოქალაქე არასდროს ყოფილა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების პრესატაშე, ოთო გიორგაძე ამბობს, რომ კახაბერ ცხადაძე რუსეთში ცხოვრობდა. თუმცა, მისი თქმით, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის მოსკოვის სამხედრო კომისარიატში დაბარებასთან დაკავშირებით სფფ-ში ოფიციალურად არაფერი მისულა.

 

“კახა ცხადაძე არასდროს ყოფილა რუსეთის მოქალაქე. ბოლოს, კენჭისყრა ჩატარდა რუსეთში, სადაც ერთად ვიყავით და მხოლოდ ერთკვირიანი ვიზა მოგვცეს. მაგ პეროდში [2000 წ.) იმ სახლში ცხოვრობდა მხოლოდ, სხვა არაფერი,” – ამბობს გიორგაძე.


Sovsport.ru-ს ინფორმაციით, ცხადაძეს მიმიდნარე წლის 21 ოქტომბერს მოსკოვში, სამხედრო კომისიარიატში იბარებენ. როგორც სპორტული ვებ-გვერდი წერს, აღნიშნული უწყება გაგზავნილია იმ ბინის მისამართზე, რომელიც ცხადაძემ ”დინამოსგან” მიიღო და 2000 წელს გაყიდა.
 

კახა ცხადაძე. © GFF/Lasha Kuprashvili
კახა ცხადაძე. © GFF/Lasha Kuprashvili

მასალების გადაბეჭდვის წესი