ახალი ამბები

ღვინის ეროვნული სააგენტო: ყურძნისგან მიღებულმა შემოსავალმა 39 მილიონ ლარს გადააჭარბა

26 სექტემბერი, 2015 • 1207
ღვინის ეროვნული სააგენტო: ყურძნისგან მიღებულმა შემოსავალმა 39 მილიონ ლარს გადააჭარბა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, გუშინ, 25 სექტემბერს დღეღამურად გადამუშავდა 6 620 ტონა ყურძენი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ კახეთში რთველი კვლავ აქტიურ ფაზაშია.

 

სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის გადამუშავებულია თითქმის თანაბარი რაოდენობის რქაწითელი და საფერავი – 27-27 ათას ტონამდე, ასევე 1,7 ათასი ტონა კახური მწვანე და 7,4 ათას ტონამდე სხვა ჯიშის ყურძენი.

 

მათი მონაცემებით, ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენი გადამუშავებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტში – 22 ათას ტონამდე. კახეთის რეგიონის დანარჩენი მუნიციპალიტეტების მონაცემები ასე გამოიყურება: თელავი – 12,5 ათასი ტ., ყვარელი – 12,2 ათასი ტ., სიღნაღი – 6,7 ათას ტ., ლაგოდეხი- 5,1 ათასი ტ., დედოფლისწყარო – 2 ათასი ტ., ახმეტა – 1,5 ათასი ტ. და საგარეჯო – 1,7 ათასი ტონა.

 

ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია ღვინის მწარმოებელი 59 კერძო კომპანია და ასევე  სახელმწიფოს მიერ დაქირავებული 18 ღვინის საწარმო.

 

რთველის მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით მუშაობას განაგრძობს ცხელი ხაზი 2 47 01 01 და სპეციალური ინტერნეტ საიტი www.rtveli2015.gov.ge, სადაც ონლაინ რეჟიმში ხდება 2015 წლის რთველის სტატისტიკის განახლება.

რთველი 2015. ფოტო: Owen Franken
რთველი 2015. ფოტო: Owen Franken

მასალების გადაბეჭდვის წესი