ახალი ამბები

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოსა და დიპლომატიური კორპუსის ვიზიტი ჰაიდელბერგცემენტის რუსთავის ქარხანაში

25 სექტემბერი, 2015 • 1213
ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოსა და დიპლომატიური კორპუსის ვიზიტი ჰაიდელბერგცემენტის რუსთავის ქარხანაში

ვიზიტის მიზანი ჰაიდელბერგცემენტის საქმიანობის გაცნობა და დაგეგმილი პროექტების შესახებ დიპლომატებისთვის ინფორმაციის მიწოდება იყო.

 

ჰაიდელბერგცემენტის აღმასრულებელი მენეჯმენტის მიერ ჩატარდა პრეზენტაცია, შემდგომ კი სტუმრებმა დაათვალიერეს საწარმო, გაეცნენ წარმოების პროცესს და გაესაუბრნენ პერსონალს. შეხვედრის ბოლოს კი სპეციალურად სტუმრებისთვის მოეწყო ფურშეტი, სადაც საშუალება მიეცათ უფრო ახლოს გაცნობოდნენ კომპანიის მენეჯმენტს.

 

EUGBC რეგულარულად ახორციელებს მის წევრ ბიზნესკომპანიებში ანალოგიურ ვიზიტებს, რომლებშიც ჩართული არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნების და სამეზობლო რეგიონის   წევრი ქვეყნების ელჩები და საელჩოების ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელი დიპლომატები, ასევე, ქართული მედიის წარმომადგენლები.

 

ვიზიტების მიზანია კომპანიის აქტივობების შესახებ ინფორმაციის გავრცელება დიპლომატიური ქსელის მეშვეობით და ქართული საზოგადოებისთვის კომპანიების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

საქართველოს ბიზნესსაბჭოსა და დიპლომატიური კორპუსის ვიზიტი ჰაიდელბერგცემენტის რუსთავის ქარხანაში
საქართველოს ბიზნესსაბჭოსა და დიპლომატიური კორპუსის ვიზიტი ჰაიდელბერგცემენტის რუსთავის ქარხანაში

მასალების გადაბეჭდვის წესი