ახალი ამბები

პრეზიდენტისა და მთავრობის სამძიმარი ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცის ოჯახს

23 სექტემბერი, 2015 • • 1039
პრეზიდენტისა და მთავრობის სამძიმარი ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცის ოჯახს
“ეს უმძიმესი დანაკარგია ჩვენი ქვეყნისთვის, რომლისთვისაც ფასდაუდებელია სამშობლოსათვის თავდადებული თითოეული მამულიშვილის სიცოცხლე. ამ მძიმე წუთებში ვუსამძიმრებ და თანადგომას ვუცხადებ გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს, თანამებრძოლებს, შეიარაღებულ ძალებს და მთელ ქვეყანას”, – განაცხადა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.
 
 
 
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ფინანსთა სამინისტროს დაავალა, რომ გარდაცვლილის ოჯახს გამოეყოს კანონით გათვალისწინებული 100 ათასი ლარი, ხოლო დაკრძალვის ხარჯები დაფაროს თავდაცვის სამინისტრომ. ღარიბაშვილის თქმით, გუშინდელი შეტაკების დროს ავღანეთში დაიჭრა ქართველი ჯარისკაცი, რომელსაც მკურნალობა გერმანიაში ჩაუტარდება.

 

IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის პირველი კლასის რიგითი, 21 წლის ვასილ ყულიჯანიშვილი ავღანეთში, პატრულირების დროს მომხდარი შეტაკების დროს დაიღუპა, ასევე, დაიჭრა კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცი.

მასალების გადაბეჭდვის წესი