ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსეთის მოსახლეობის გამოკითხვა აფხაზეთისა და ცხინვალის სტატუსის შესახებ

21 სექტემბერი, 2015 • • 1142
რუსეთის მოსახლეობის გამოკითხვა აფხაზეთისა და ცხინვალის სტატუსის შესახებ

გამოკითხვა, ცენტრის მონაცემებით, 2015 წლის 21-24 აგვისტოს რეპრეზენტატული შერჩევით [800 ადამიანი] რუსეთის ქალაქებსა და სოფლებში ჩატარდა. 

 

კითხვაზე, ფიქრობთ თუ არა, რომ სამხრეთ ოსეთი საქართველოს ნაწილია, გამოკითხულთა 10%-მა დადებითად უპასუხა. დანარჩენი პასუხები ასე გადანაწილდა: რუსეთის ნაწილია- 21%, დამოუკიდებელი სახელმწიფოა – 47% და გამოკითხულთა 22%-ს კითხვაზე პასუხის გაცემა გაუჭირდა. 

 

აფხაზეთის შემთხვევაში, პასუხები მსგავსია. საქართველოს ნაწილია – 9%, რუსეთის – 20%, დამოუკიდებელი სახელმწიფოა – 49%. 


ლევადას ცენტრის მონაცემებითვე, 2004 წელს რუსეთში გამოკითხულთა 27% მიიჩნევდა, რომ აფხაზეთი საქართველოს ნაწილია. აქვე, საინტერესოა 2014 წლის მონაცემი, რომლის მიხედვით, გამოკითხულთა უფრო დიდი ნაწილი, 58% მიიჩნევდა, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო.




მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის    მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც  აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში  გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას
   




მასალების გადაბეჭდვის წესი