ახალი ამბები

საბარგულში დამალული ჩვილი და 4 დაკავებული თურქეთ-საქართველოს საზღვარზე

20 სექტემბერი, 2015 • • 1126
საბარგულში დამალული ჩვილი და 4 დაკავებული თურქეთ-საქართველოს საზღვარზე

შსს-ს განცხადებით, დაკავებულები თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები – 1983 წელს დაბადებული აიქუთ ო. და 1956 წელს დაბადებული ნაზიმე შ, საქართველოს ორი მოქალაქე – 1975 წელს დაბადებული მალხაზ შ. და 1980 წელს დაბადებული ნათია ბ. არიან. 

 

შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული მალხაზ შ-ს კუთვნილი ავტომანქანის საბარგულში ნათია ბ. და ნაზიმე შ. ჩვილ ბავშვთან ერთად იმყოფებოდნენ. ჩვილი – ჯემტურა შ. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრში მოათავსეს.

 

შსს-ს განცხადებით, გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით).

 

4 პირი ჩვილ ბავშვთან ერთად საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისას დააკავეს
4 პირი ჩვილ ბავშვთან ერთად საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისას დააკავეს

მასალების გადაბეჭდვის წესი