ახალი ამბები

შერიგების სამინისტრო: ვებგვერდზე ჰაკერებმა ტერორისტული შინაარსის ტექსტი დატოვეს

15 სექტემბერი, 2015 • • 2663
შერიგების სამინისტრო: ვებგვერდზე ჰაკერებმა ტერორისტული შინაარსის ტექსტი დატოვეს

შეტევა დღეს, 13:00 საათისთვის განხორციელდა. სამინისტროს განცხადებით, Smr.gov.ge-ზე განთავსებული იყო ტერორისტული შინაარსის ტექსტი და ფოტოები. ვებგვერდი ამ დროისათვის მიუწვდომელია. 

 

როგორც სამინისტროში აცხადებენ, სახელმწიფო მინისტრის აპარატმა რეაგირებისთვის შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებს მიმართა. ეს აპარატის ვებგვერდზე თავდასხმის უკვე მეორე შემთხვევაა. ანალოგიური შემთხვევა მიმდინარე წლის 18 აგვისტოსაც მოხდა.

 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ოფიციალურ ვებგვერზე თავდასხმა განხორციელდა 15.09.15
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ოფიციალურ ვებგვერზე თავდასხმა განხორციელდა 15.09.15

მასალების გადაბეჭდვის წესი