ახალი ამბები

თბილისის გენგეგმის შესარჩევ კონკურსში გამარჯვებულს 15 სექტემბერს გამოაცხადებენ

14 სექტემბერი, 2015 • • 989
თბილისის გენგეგმის შესარჩევ კონკურსში გამარჯვებულს 15 სექტემბერს გამოაცხადებენ

თბილისის მერიის ცნობით, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შექმნის მიზნით გამოცხადებულ საერთაშორისო კონკურსში 11-მა მსხვილმა კონსორციუმმა მიიღო მონაწილეობა.

 

საუკეთესო საკონკურსო წინადადების შერჩევა-შეფასების პროცესში, დედაქალაქის მთავრობას კონსულტაციას უწევდა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია PWC, აცხადებს მერია.

 

მერიის ცნობით, ანგარიში კონკურსის შესახებ დედაქალაქის მერმა და კომპანია PWC-ის წარმომადგენლებმა დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს წარუდგინეს.

თბილისის მერია
თბილისის მერია

მასალების გადაბეჭდვის წესი