ახალი ამბები

წულუკიანი: დამწყები ნოტარიუსები პირველი სამი წელი მაღალმთიან რაიონებში დასაქმდებიან

14 სექტემბერი, 2015 • • 1568
წულუკიანი: დამწყები ნოტარიუსები პირველი სამი წელი მაღალმთიან რაიონებში დასაქმდებიან

თეა წულუკიანის განცხადებით, იუსტიციის სამინისტროს ეს ინიციატივა საქართველოს მთავრობამ დღეს გამართულ სხდომაზე დაამტკიცა.

 

“იმ ზეპირმა შეთანხმებებმა, რაც მე მქონდა ხოლმე ახალბედა ნოტარიუსებთან, წასულიყვნენ და ემსახურათ სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში, სადაც ხალხს ნოტარიუსი სჭირდება, არ გაამართლა. რაკი არ გვესმის ზეპირი შეთანხმებები, შემოვა კანონით ვალდებულება, რომ ახლად დანიშნული ნოტარიუსი წავა და მოემსახურება ხალხს პირველი სამი წელი მთაში და იქ, სადაც არ არის ნოტარიუსები. სამი წლის მერე ისინი იქნებიან თავისუფალი და სადაც უნდათ იქ გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა”, განაცხცადა წულუკიანნმა.

 

იუსტიციის მინისტრის თქმით, ნოტარიუსთა პალატას დაევალება, რომ ამ სამი წლის განმავლობაში ახალბედა ნოტარიუსებს ფინანსური დახმარება გაუწიონ, იქნება ეს ქირა თუ სხვა თანხა, რაც გაათავისუფლებდა გადასახადისგან.

თეა წულუკიანი; ფოტო: ნეტგაზეთი
თეა წულუკიანი; ფოტო: ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი