ახალი ამბები

გურჯაანში აქციის მონაწილე 4 მევენახე პოლიციამ დააკავა

11 სექტემბერი, 2015 • • 1266
გურჯაანში აქციის მონაწილე 4 მევენახე პოლიციამ დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ 4 პიროვნება დააკავა, მაშინ როდესაც მათ თელავი- თბილისის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს, ხოლო პოლიცა გზის გახსნა ცდილობდა.

 

ოთხივე პიროვნება პოლიციელის კანონიერი განაკარგულებისადმი დაუმორჩილებლობის მუხლითაა დაკავებული. შსს-ს განმარტებით გზის გახსნა იმიტომ გახდა აუცილებელი, რომ აქციის მონაწილეებმა ავტომობილების მოძრაობა შეაფერხეს და სასწარაფო სამედიცინო დახმარების მანქანაც არ გაატარეს.

 

კახელმა მევენახეებმა საპროტესტო აქცია ყურძნის ფასის გამო გამართეს. ისინი ანაზღაურებით უკმაყოფილო არიან. აქცია გზის გახნის შემდეგაც არ შეწყვეტილა.

მასალების გადაბეჭდვის წესი