ახალი ამბები

მარგველაშვილმა პარლამენტის მიერ ვეტოდაძლეულ კანონპროექტს ხელი მოაწერა

10 სექტემბერი, 2015 • • 1271
მარგველაშვილმა პარლამენტის მიერ ვეტოდაძლეულ კანონპროექტს ხელი მოაწერა

“საქართველოს პრეზიდენტი დღესაც არ ეთანხმება ეროვნული ბანკის თაობაზე მიღებულ კანონთა პაკეტს. მეტიც, მას მიაჩნია, რომ ვეტოს დაძლევა პარლამენტის მხრიდან იყო სერიოზული შეცდომა. თუმცა პრეზიდენტი ხელს არ მოაწერდა ვეტოდაძლეულ კანონს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ, მისი აზრით, ეს კანონი ან მისი რომელიმე ნორმა ეწინააღმდეგება რაიმე ბაზისურ, ფუნდამენტურ ღირებულებას. ამ შემთხვევაში ამასთან საქმე არ გვქონია”, – განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დავით პატარაიამ. 

 

4 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა “ეროვნული ბანკის შესახებ” კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის შენიშვნები და პროექტი არ გაიზიარა და ვეტო დაძლია.

 

 

“ეროვნული ბანკის შესახებ” კანონში განხორციელებული ცვლილებები ეროვნული ბანკიდან საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფას და სსიპ-ის საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ჩამოყალიბებას ითვალისწინებს

მასალების გადაბეჭდვის წესი