ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმი ახალი პასპორტების გაცემას იწყებს

9 სექტემბერი, 2015 • • 1132
სოხუმი ახალი პასპორტების გაცემას იწყებს

შამილ აძინბა, აფხაზეთის პირველი ვიცე პრემიერი აცხადებს, რომ ახალი პასპორტების გაცემის პროცესი 2016 წლის განმავლობაში უნდა დასრულდეს.

 

“პასპორტიზაცია პირველ რიგში აფხაზეთის აღმოსავლეთ რეგიონებში დაიწყება. 2016 წლის თებერვალში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება. ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ აღმოსავლეთ რეგიონებში მცხოვრებლები პასპორტებისა და ბინადრობის მოწმობის მფლობელებად დაიყონ”, – აცხადებს აძინბა. 

 

ფოტო: sputnik-abkhazia
ფოტო: sputnik-abkhazia

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის    მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც  აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში  გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას
   

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი