ახალი ამბები

პროექტები, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ სეზონზე შეიძლება ნახოთ

28 აგვისტო, 2015 • 1204
პროექტები, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ სეზონზე შეიძლება ნახოთ

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, 20 ივლისს ახალი სატელევიზიო სეზონისთვის პროექტების მიღება დაიწყეს, რომელიც 14 აგვისტოს დასრულდა და სულ 151 პროექტი (ტელევიზია, რადიო, ვებ-პორტალი) შევიდა.

24 აგვისტოს გაიმართა კომისიის პირველი სხდომა.  მათი გადაწყვეტილებით, შერჩევის მეორე ეტაპზე 16 პროექტი გადავიდა:

ახალგაზრდული მიმართულება: 
1.”პროცესორი” 
2. “ახალგაზრდული პოზიცია” 
3. “ინტერ/FACE” 

კულტურის მიმართულება: 
1. “რადიო ბლოგი ნიუ-იორკიდან” 
2. “რადიობლოგერი” 
3. “კინომანია” 
4. “ზარი ახლობელთან” 
5. “ანარეკლები” 
6. “ტრანსმისია” 
7. “ვიდეო-ბლოგი ART MUSIC” 

საბავშვო მიმართულება: 
1. “ასფურცელა” 
2. “ცნობიერების შოუ” 
3. “წიგნების თარო” 
4. “არაჩვეულებრივი შვიდეული” 

სოფლის მეურნეობა: 
1.”სოფლის საქმე” 

იუმორისტული მიმართულება: 
1.”ტელეთერაპია” 

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება პროექტების შერჩევისა და შეფასების კომისიამ მიიღო, რომლის წევრებიც არიან გიორგი ებრალიძე (კომისიის თავმჯდომარე), ელდარ შენგელაია, გოგი გვახარია, დავით ბუხრიკიძე, სერგი გვარჯალაძე, დოდო შონავა, კოტე ჯანდიერი, ქეთი სადღობელაშვილი, რუსუდან მანჯგალაძე, თიკო ბერძენიშვილი. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი