ახალი ამბები

საგარეო უწყება: გაეროს ჟენევის ოფისს საქართველო ოფიციალურ საჩუქრად ქვევრს გადასცემს

25 აგვისტო, 2015 • 2857
საგარეო უწყება: გაეროს ჟენევის ოფისს საქართველო ოფიციალურ საჩუქრად ქვევრს გადასცემს

საგარეო უწყების ინფორმაციით, აღნიშნული ინიციატივა ხორციელდება საგარეო საქმეთა სამინისტროს, ჟენევაში გაერო-სთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობისა და საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით.

 

“ქვევრი და შესაბამისი საინფორმაციო აბრა მიმდინარე წლის სექტემბერში განთავსდება ჟენევის გაერო-ს ოფისის შიდა ეზოში, რის შემდეგაც მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრება ამ მოვლენისადმი მიძღვნილი სპეციალური ცერემონიალის კონკრეტული თარიღი,”– ნათქვამია განცხადებაში. 

 

სამინისტრო აცხადებს, რომ ეს საკითხი თამარ ბერუჩაშვილის ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში, ა.წ. 3 მარტს გაერო-ს ჟენევის ოფისის გენერალურ დირექტორთან, მიხაელ მიოლერთან გამართული შეხვედრის დროს განიხილეს. 

ქვევრი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტო
ქვევრი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტო

მასალების გადაბეჭდვის წესი