ახალი ამბები

კომისიამ თბილისში დატბორვისა და სიცოცხლისთვის საშიში ზონები განსაზღვრა

25 აგვისტო, 2015 • 1230
კომისიამ თბილისში დატბორვისა და სიცოცხლისთვის საშიში ზონები განსაზღვრა

დოკუმენტი გარემოს დაცვის ეროვნულმა სააგენტომ მოამზადა. 


გარემოს დაცვის მინისტრის, გიგლა აგულაშვილის განცხადებით, სახიფათო ზონებიდან შესაძლოა მოსახლეობის გამოსახლება მოხდეს, ხოლო იქ, სადაც რისკი ნაკლებია, შეიძლება შესაბამისი რეკომენდაციები მიეცეთ.

 

“იქ არის ყველა ნიშნული მთელს ხეობაში, სვანიძის ქუჩიდან დაწყებული ზოოპარკთან, ანუ გმირთა მოედნის ჩათვლით, მთელი ეს ხეობა არის აზომილი და, როგორც გითხარით, 2 ძირითადი ზონაა გამოყოფილი, დატბორვის ზონა და ასევე სიცოცხლისათვის სახიფათო ზონა. ამ ზონების შესაბამისად იმოქმედებს შემდგომში უკვე მერია,”– აცხადებს გიგლა აგულაშვილი. 

 

დავით ნარმანიას განცხადებით, კომისიამ დღეს იმსჯელა ტერიტორიაზე, სადაც სარისკოა ცხოვრება მომავალში და დაამტკიცა შესაბამისი დოკომენტი, რომელიც უახლოეს ხანში გამოქვეყნდება. 

 

“მოსახლეობა უკვე იცნობს ამ დოკუმენტს, ვინაიდან რამდენიმე დღის წინ გაიმართა უშუალოდ მოსახლეობასთან კომუნიკაცია, კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშრებით და დღეს უკვე მოსახლეობასთან შეთანხმებული დოკუმენტი იქნა დამტკიცებული კომისიის სხდომაზე,”– განაცხადა ნარმანიამ.

 

სვანიძის ქუჩა სტიქიის შემდეგ. 14.06.2015
სვანიძის ქუჩა სტიქიის შემდეგ. 14.06.2015

მასალების გადაბეჭდვის წესი