ახალი ამბები

ანონსი 24 აგვისტო

23 აგვისტო, 2015 • • 1114
ანონსი 24 აგვისტო

11:30 საათზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში აკაკი ბობოხიძის პრესკონფერენცია გაიმართება 

 

12 საათზე,  ნუცუბიძის 2-ში,  დევნილთა პარტიის თავმჯდომარე ლელა გულედანი დევნილებთან ერთად ბრიფინგს გამართავს; თემა: მიმართვა სოზარ სუბარს
 

12:00 საათზე პრაიმ-ტაიმის პრესკლუბში საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრები გრაკლიანის გათხრებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: დაუყოვნებლივ ჩამოშორდეს ექსპედიციის ხელმძღვანელობას პროფესორი ვახტანგ ლიჩელი,რომლის პროფესიული რეპუტაციაც საეჭვოა გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფონდებისთვის. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ,რომლის დირექტორიც ასევე საეჭვო გარიგებაში იმყოფებოდა ერთის მხრივ ოქროს მომპოვებელ კერძო კომპანიასთან და მეორეს მხრივ ხელისუფლების.ზედა ეშელონებთან, გრაკლიანის გათხრებში ჩართოს მაღალი რეპუტაციის მქონე არქეოლოგები.

 

13:00 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში უფლებადამცველი გრიგოლ გაგნიძე პრესკონფერენციას; თემა: საბოტაჟი მართლმსაჯულებაში პროკურატურის მიერ და პატიმრის დარღვეული უფლებები

მასალების გადაბეჭდვის წესი