ახალი ამბები

დუნია მიატოვიჩი: მოვუწოდებ ხელისუფლებას, უზრუნველყოს მედიაპლურალიზმი საქართველოში

11 აგვისტო, 2015 • 1237
დუნია მიატოვიჩი: მოვუწოდებ ხელისუფლებას, უზრუნველყოს მედიაპლურალიზმი საქართველოში

“სასამართლოს აკრძალვამ შესაძლოა ნეგატიური გავლენა იქონიოს “რუსთავი 2–ის” შესაძლებლობაზე იმოქმედოს თავისუფლად,”– აცხადებს მიატოვიჩი. მისივე განცხადებით, ეს გადაწყვეტილება არაპროპორციული და გადაჭარბებულია, ის შეიძლება წარმოადგენდეს საფრთხეს საქრთველოში მედიაპლურალიზმისთვის. 

 

“მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ უზრუნველყონ მედიაპლურალიზმი ქვეყანაში,”– აცხადებს დუნია მიატოვიჩი.  


თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 აგვისტოს განჩინების საფუძველზე (საქმე:N2/15651-15) სამართლებრივი შეზღუდვები დაედო ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის პარტნიორების წილებსა და ხელმძღვანელი პირების უფლებამოსილებას.

 

ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის წილის დასაბრუნებლად სასამართლოს 4 აგვისტროს მიმართა. ხალვაშის ადვოკატების თქმით, ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანია “რუსთავი 2” 2004 წელს დაახლოებით 7 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა, თუმცა 2006 წელს მაშინდელი პრეზიდენტის მიხეილ საკაშვილის ჩარევით, მას ტელეკომპანია წაართვეს.


 

დუნია მიატოვიჩი. ფოტო – OSCE/Micky Kroell
დუნია მიატოვიჩი. ფოტო – OSCE/Micky Kroell

მასალების გადაბეჭდვის წესი