ახალი ამბები

სასჯელაღსრულების ახალი მინისტრი არასამთავრობოების წარმომადგენლებს ხვდება

6 აგვისტო, 2015 • • 1307
სასჯელაღსრულების ახალი მინისტრი არასამთავრობოების წარმომადგენლებს ხვდება

მინისტრმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ საზოგადოებრივი მონიტორინგი ციხეებში უკვე არსებობს რადგან სახალხო დამცველის ეროვნული მექანიზმის წევრები ფაქტობრივად ყოველდღიურად ყველა დაწესებულებაში შედიან და ესაუბრებიან პატიმრებს.

 

“მოგეხსენებათ, ჩვენ ვიყავით ზუსტადაც ის ადამიანები, რომლებმაც მივეცით სახალხო დამცველის პრევენციული მექანიზმის წევრებს ფოტოაპარატით შესვლის უფლება. ეს 2016 წლამდე იქნება, იმიტომ, რომ სტანდარტი 2016 წლის შემდეგ იქნება, იმიტომ რომ სტანდარტები უნდა იყოს დადგენილი. ერთი მხრივ, უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ციხეში უნდა იყოს ის სტანდარტები, რომელიც უნდა იყოს, იმიტომ, რომ ეს არის ციხე და არის დახურული სარეჟიმო დაწესებულება. ამ დაწესებულებაში მუშაობას ჭირდება შესაბამისი უნარ-ჩვევები. თუ ჩვენ შევთანხმდებით უნარჩვევებზე, სტანდარტებზე, იმაზე, როგორ უნდა შევიდნენ როგორ აწარმოონ თავისი საქმიანობა დახურულ სისტემაში, როგორ უნდა იზრუნონ ადამიანის უფლებებზე, რა თქმა უნდა, აქ მიუღებელი არაფერი არ იქნება მაგრამ პირველ რიგში სტანდარტებია დასაცავი. მე მაგალითად ზოგი ისეთი არასამთავრობო ორგანიზაცია ვიცი, რომელიც მხოლოდ იმიტომ შედის, რომ განცხადება გააკეთოს და მეტად გამოჩნდეს. ამიტომ მექანიზმებია დასახვეწი, მექანიზმებზე ვიმუშაოთ, ჩვენ პრობლემა არ გვაქვს, იგივე იმ ადამიანების უნარჩვევების ამაღლებაზე ვიზრუნოთ, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, რომლებსაც სურვილი აქვთ, რომ მომავალში ჩაერთონ ასეთ მონიტორინგში, “- განაცხადა კახი კახიშვილმა.

 

სასჯელაღსრულების მინისტრისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრა მედიისთვის დახურულია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი