ახალი ამბები

ანონსი: 6 აგვისტო

5 აგვისტო, 2015 • • 1093
ანონსი: 6 აგვისტო

11:30 – ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტი, სალომე გოგლიძე,  „პირველის“ პრეს-კლუბში, ორგანიზაციის მიერ, საზოგადოებრივ მაუწყებელში  შრომითი ანაზღაურების, პრემიების, დანამატებისა და სამივლინებო ხარჯების შესახებ, მომზადებულ მონიტორინგის შედეგებს წარმოადგენს. მისამართი: ქ. თბილისი, აკ. წერეთლის გამზირი #116, ბიზნეს-ცენტრი „დიდუბე პლაზა“, მეორე სართული. საკონტაქტო პირი: ცაბო გუგუნაშვილი, 599 010344

 

 

12:00 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში არასამთავრობო ორგანიზაციების „დაიცავი შენი უფლებები“ „თავისუფალი თაობა“ და „ახალი დემოკრატები“ წარმომადგენლები პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: არასამთავროები 8 აგვისტოს ომთან დაკავშრებით და ნაციონალების წინააღმდეგ დაგეგმილ აქციას დაანონსებენ, ლოზუნგით – არა ოკუპაცია=არა „ნაციონალურ მოძრაობას“.

 

12:00 საათზე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ნოდარ ებანოიძის შეხვედრა ბელარუსის რესპუბლიკის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, ვიქტორ ვალიუშინსკთან. თბილისი, პარლამენტი, ბაგრატოვანთა დარბაზი. 

 

 

13:00 საათზე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ოფისში გაიმართება პრესკონფერენცია, სადაც ადამიანის უფლებათა ცენტრი და ადვოკატთა ასოციაცია პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების კიდევ ერთ შემთხვევას გაასაჯაროებენ. მისამართი: თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. #36

 

6 აგვისტოს ანონსი
6 აგვისტოს ანონსი

მასალების გადაბეჭდვის წესი