ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ენგურჰესზე დასაქმებულ გალის მცხოვრებლებს საზღვარზე გადასვლის აკრძალვით ემუქრებიან

5 აგვისტო, 2015 • • 1024
ენგურჰესზე დასაქმებულ გალის მცხოვრებლებს საზღვარზე გადასვლის აკრძალვით ემუქრებიან

“მე ამ საკითხზე ზურაბ მარგანიას, აფხაზეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის თავმჯდომარეს ვესაუბრე. ყველამ უნდა გადაიხადოს საშემოსავლო გადასახადი. ჩვენ ამ 630 კაცის სიას გადავცემთ სასაზღვრო უწყებას და მათ საზღვარის გადაკვეთა აეკრძალებათ. მოვალეებს პრობლემებს შევუქმნით”, – ამბობს ნადარაია. 

 

როგორც ის ამბობს, საქმე არ შეეხება იმ მოლაპარაკებებს, რომელსაც ენგურჰესის სტატუსზე ქართულ მხარესთან აწარმოებს სოხუმი. 

 

“ამაში არ ვერევი. მე რაიონის ინტერესებზე ვსაუბრობ – გალის მცხოვრებლებზე, ვისაც კარგ გზებზე სიარული უნდა, ხარისხიანი წყლის მიღება სურს და ამასთან საშემოსავლო გადასახადის გადახდა არ უნდათ. ასე არ ხდება”.  


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის    მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც  აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში  გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი