ახალი ამბები

ანონსი: 5 აგვისტო

5 აგვისტო, 2015 • 1100
ანონსი: 5 აგვისტო
09:00 საათზე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ 100 ბავშვს ბაკურიანში, ტოლერანრობის საერთაშორისო ბანაკში გააცილებს. ბავშვები ფრაქციასთან „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ არსებული ეროვნულ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს ინიციატივით გაემგზავრებიან. გასვლა, ვარდების მოედნიდან. საკონტაქტო პირი: მარიამ ლომთათიძე – 598850080.
 
10:00 საათზე, დედაქალაქის მერიაში მთავრობის სხდომა გაიმართება.
 
11:00 საათზე, სასტუმრო „რუმსში“ ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველო მართავს შეხვედრა/დისკუსიას თემაზე: „გენდერული თანასწორობის როლი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და წინსვლისათვის“. შეხვედრას გახსნიან: ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი და აშშ-ის ათასწლეულისგამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელი მენეჯერი კატერინა ნტეპი. მისამართი: კოსტავას 14.
 
11:00 საათზე, პირველის პრესკლუბში „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა“ ბრიფინგს გამართავს. თემა: ეროვნული ბანკი სავალუტო ფონდის მოთხოვნებს არ ასრულებს. პრეზიდენტის არგუმენტები ვეტოსთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება. მისამართი: ქ. თბილისი, აკ. წერეთლის გამზირი #116, ბიზნეს-ცენტრი „დიდუბე პლაზა“, მეორე სართული. საკონტაქტო პირი: სალომე ტორჩინავა – 557756533.
 
11:00 საათზე, მოკლული იური ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატი გაგი მოსიაშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: რა ეტაპზეა და როგორ მიმდინარეობს ვაზაგაშვილის საქმის გამოძიება. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.
 
11:00 საათზე, ჯანდაცვის სამინისტროში, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი ზაზა სოფრომაძე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: თბილისი. აკ. წერეთლის გამზ. 144.
 
12 საათზე, “მემარცხენე ალიანსი” და ლაშა ჩხარტიშვილი, თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმთა მოთხოვნით, გააპროტესტებენ მიმდებარე ტერიტორიაზე ტყე-პარკის განადგურებას. ისინი ექიმთა კოლექტიურ წერილს გადაცემენ ქალაქის მერიასა და საკრებულოს. მისამართი: დიღმის მასივი, ლუბლიანას ქ. #5 (ყოფილი რკინიგზის საავადმყოფო). ტელ; 599911003.
 
13:00 საათზე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად მოქმედი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური ქ. ბორჯომის მოსახლეობასთან მართავს მორიგ რეგიონულ შეხვედრას – „ იცოდე შენი უფლებები!“. დამცველის სამსახურიდან წარმოდგენილები იქნებიან კომუნიკაციების ომბუდსმენის თანაშემწეები: გიორგი ხუნდაძე, ქეთევან გუნიავა, ნათია ფანგანი და ბელა შეხვედრა გაიმართება ქ. ბორჯომის კულტურის სახლში. მისამართი: კოსტავას ქუჩა 3.
 
14:00 საათზე, საქართველოს გზებზე Scania-ს ახალი ტექნიკის გამოჩენის აღსაღნიშნავად შპს “ტექ-სერვისი” („სკანია“-ს დისტრიბუტორი საქართველოში) იწვევს პრესას თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ავტოსაწვავმზიდის გადაცემის ოფიციალურ მიღებაზე დასასწრებად. ღონისძიებაზე ისაუბრებენ შვედეთის საელჩოს, სოკარის და შპს “ტექ-სერვისი”-ს წარმომადგენლები. მისამართი: „სოკარის“ სათაო ოფისი, 300 არაგველის ქუჩა 24, თბილისი, საქართველო.
 
15:00 საათზე, ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში სს „თელასის“ განაწილების ქსელში ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების გადაანგარიშების წინასწარ საჯარო განხილვას დაესწრება. მისამართი: თბილისი, მიცკევიჩის ქ. 19.

მასალების გადაბეჭდვის წესი