ახალი ამბები

შსს არ ადასტურებს, რომ ურეკში მაშველებს მოქალაქეები დაეხმარნენ

3 აგვისტო, 2015 • • 2194
შსს არ ადასტურებს, რომ ურეკში მაშველებს მოქალაქეები დაეხმარნენ

“ჯერ ვერ მივაგენი ვინ გაავრცელა ეს ინფორმაცია. დღეს, 3 აგვისტოს მაშველებმა 15 ადამიანი გადაარჩინეს. ვიღაც მიზანმიმართულად სისულელეს წერს”, – განუცხადეს ნეტგაზეთს უწყების პრესსამსახურში. 


როგორც თვითმხილველმა ნეტგაზეთს განუცხადა, დღეს მაშველებმა ურეკში, წყლიდან მოზარდი გამოიყვანეს, “თუმცა, მაშველების გარდა დამსვენებლებიც ცდილობდნენ მის გადარჩენას. ისეთი ტალღები იყო, წყლიდან ამოსვლა შემდეგ მაშველებსაც გაუჭირდა და მოქალაქეებმა ასეთი ჯაჭვი გააკეთეს. რაც დავინახე სანაპიროდან, ეს იყო”. 


ურეკი; 3 აგვისტო, 2015; ფოტო: თათუსია ლომთაძე
ურეკი; 3 აგვისტო, 2015; ფოტო: თათუსია ლომთაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი