ახალი ამბები

ღარიბაშვილი: სააკაშვილმა 40 მილიონი კომფორტულად მგზავრობისათვის გადაიხადა

2 აგვისტო, 2015 • • 925
ღარიბაშვილი: სააკაშვილმა 40 მილიონი კომფორტულად მგზავრობისათვის გადაიხადა

პრემიერის განცხადებით, ერთ-ერთ შუამთობის დღესასწაულზე მიხეილ სააკაშვილმა 3 კილო კაიმაღი შეჭამა, ცუდად გახდა და ამის გამო ვერტმფრენის შუახევში დასმა გახდა საჭირო.

 

“მითხრეს, რომ აქ 200 კილო ტრადიციულ კერძს კაიმაღს ამზადებენ. სხვათა შორის ერთი ისტორია გამახსენდა, როდესაც 3 წლის წინ აქ სააკაშვილი იყო ჩამოსული, ჭამა 3 კილო კაიმაღი. აქედან ის გაფრინდა ღორჯომში, გახდა ცუდად და მოუწიათ შუახევში დასმა ვერტმფრენის. შემდეგ დაიწყო ჩხუბი, რატომ არ არის ვერტმფრენში ტუალეტი და აქედან წამოვიდა “პუმა”. ამიტომ გადაიხადა მან 40 მილიონი ევრო იმის გამო, რომ კომფორტულად ემგზავრა და კომფორტულად ეჭამა კაიმაღი. ეს ნახევრად ხუმრობით”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

 

ირაკლი ღარიბაშვილი დღეს მაღალმთიან აჭარაში შუამთობის დღესასწაულს დაესწრო.

მასალების გადაბეჭდვის წესი