ახალი ამბები

შინაგან საქმეთა მინისტრად გიორგი მღებრიშვილი დაინიშნა

1 აგვისტო, 2015 • 2394
შინაგან საქმეთა მინისტრად გიორგი მღებრიშვილი დაინიშნა

გიორგი მღებრიშვილი 2014 წლის ივლისიდან დღემდე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. 

 

შინაგანს აქმეთა მინისტრის პოზიცია ვაკანტური გახდა მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა კანონი, რომლის თანახმადაც შსს–ს საპოლიციო და უსაფრთხოების სამსახურები უნდა გამიჯნულიყო. პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად ყოფილი შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური დაამტკიცა.

 

გიორგი მღებრიშვილი
გიორგი მღებრიშვილი

 

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ვებ–გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, მღებრიშვილს შემდეგი სამუშაო გამოცდილება აქვს:

 

13/12/2013-21/07/2014 წწ. ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი;

11/2013-13/12/2013 წწ. ფინანსთა სამინისტრო, სსიპ შემოსავლების სამსახური, საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მრჩეველი;

09/2013-11/2013 წწ. შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტო, მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე;

04/2013-09/2013 წწ. სახელმწიფო აუდიტის სამსახური, შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

11/2012-04/2013 წწ. ფინანსთა სამინისტრო, სსიპ შემოსავლების სამსახური, საბაჟო დეპარტამენტის უფროსი;

07/2012-11/2012 წწ. ფინანსთა სამინისტრო, სსიპ შემოსავლების სამსახური, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

05/2011-07/2012 წწ. ფინანსთა სამინისტრო, სსიპ შემოსავლების სამსახური, საგადასახადო პრევენციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

01/2011-05/2011 წწ. ფინანსთა სამინისტრო, სსიპ შემოსავლების სამსახური, ეკონომიკური საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დასავლეთის პორტალის მთავარი სამმართველოს უფროსი;

01/2010-01/2011 წწ. ფინანსთა სამინისტრო, სსიპ შემოსავლების სამსახური, ფოთის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) უფროსის მოადგილე;

07/2008-01/2010 წწ. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, რუსთავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) უფროსის მოადგილე;

03/2008-07/2008 წწ. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, რუსთავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) საბაჟო ოპერაციების დამუშავების განყოფილების უფროსი;

11/2007-03/2008 წწ. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საბაჟო კონტროლის განყოფილების უფროსი;

03/2004-11/2007 წწ. ფინანსთა სამინისტრო, ფინანსური პოლიციის გამომძიებელი;

1998-03/2004 წწ. შინაგან საქმეთა სამინისტრო, გამომძიებელი;

1997წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი, სტაჟიორი.

მასალების გადაბეჭდვის წესი