ახალი ამბები

“რუსთავი 2-ს” ბათუმის მერიამ კონცერტის გამართვაზე უარი უთხრა

30 ივლისი, 2015 • 1210
“რუსთავი 2-ს” ბათუმის მერიამ კონცერტის გამართვაზე უარი უთხრა

ბათუმის მერიამ “ნეტგაზეთს” აცნობა, რომ “რუსთავი 2–ის” მიერ 20 ივლისს მიწერილი წერილზე, მათ შემდეგი პასუხი გაუგზავნეს:

 

“გაცნობებთ, რომ ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით ქ. ბათუმში 2015 წლის ივლისი-სექტემბრის თვეებში უკვე დაგეგმილია არაერთი კულტურული თუ გასარ-თობი ღონისძიება. რაც შეეხება კონკრეტულ თარიღს, ქ. ბათუმის მუნიცი-პალიტეტის მერიის დაქვემდებარებაში არსებული ა(ა)პ ,,ბათუმის კულტურის ცენტრს“ წინასწარ აქვს დაგეგმილი სხვადასხვა ტიპის სანახაობითი და კულტურული აქტივობა, რომელიც 2015 წლის 1 აგვისტოს ანბანის კოშკის მიმდებარედ არსებულ ტერიტორიაზე ღონისძიების ჩატარებასაც მოიცავს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს თქვენი თხოვნა 2015 წლის 1 აგვისტოს კონცერტის ჩატარების თაობაზე”.

 

თუმცა, “რუსთავი 2–ის” ცნობით, მოიპოვეს პროგრამა, სადაც ჩასატარებელ ღონისძიებათა განრიგია გაწერილი და ნუსხაში 1 აგვისტოს “ანბანის კოშკთან” ღონისძიება დაგეგმილი არ არის.

 

“ნეტგაზეთმა” ბათუმის მერიიდან ასევე გამოითხოვა დაგეგმილ ღონისძიებათა პროგრამა, რომელიც, მათ ამ დრომდე არ მოუწოდებიათ.

 

რუსთავი 2
რუსთავი 2

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა “კოალიციამ მედიის ადვოკატირებისთვის”, სადაც გამოხატა შეშფოთება სხვადასხვა ქალაქის მერიის მიერ “რუსთავი 2-ისთვის” გაცემული ერთგვაროვანი პასუხებით.

 

გარდა ამისა, ‘კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის” აღნიშნავს, რომ მედიაორგანიზაციის თვითრეკლამირებაში ხელშეშლას განიხილავს, როგორც მედიასაქმიანობის დამაბრკოლებელ ფაქტად და მოუწოდებს ადგილობრივ მთავრობებს – მეტი პასუხისმგებლობითა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფით მოეკიდონ მსგავს გადაწყვეტილებებს.

 

ბათუმის მერიის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოც”. ორგანიზაცია ბათუმის მერია მოუწოდებს, გამოაქვეყნოს შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებს, რომ ქალაქის ვიცე–მერის მიერ ნახსენები ფესტივალი ნამდვილად რამდენიმე კვირით ადრე დაიგეგმა.

 

“წინააღმდეგ შემთხვევაში, გაჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ტელეკომპანიის საქმიანობას მიზანმიმართულად უშლის ხელს,”– ნათქვამია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს განცხადებაში”.

მასალების გადაბეჭდვის წესი