ახალი ამბები

ანონსი: 27 ივლისი

26 ივლისი, 2015 • • 1467
ანონსი: 27 ივლისი

10:30 – “სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის“ თავმჯდომარე კოტე კანდელაკი  პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ინიციატივა ხელისუფლებას საარჩევნო სისტემებთან დაკავშირებით. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23;

 

11:00 – სასტუმრო რედისონში სამუშაო შეხვედრა გაიმართება სახელწოდებით „მოწყვლადი, დაბალკონკურენტუნარიანი ჯგუფების დასაქმების ხელშეწყობა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობის განვითარებით“, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი დაესწრება.

 

11:00 – “პირველ პრესკლუბში” ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი სპეციალურ ბრიფინგს გამართავს და პრეზიდნეტის 23 ივლისის შეწყალების აქტთან დაკავშირებით, ორგანიზაციის სამართლებრივ ანალიზსს წარმოადგენს „ვინ ურჩევს პრეზიდენტს – გიორგი მარგველაშვილმა შეწყალების წესის შესახებ მის მიერვე მიღებული ბრძანებულება დაარღვია“. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი „დიდუბე პლაზა“ მე-2 სართ;

 

11:00 –  ჯონდი ბაღათურია   პორტალ “კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.  თემა:  სემეკის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით არასაპარლამენტო ოპოზიციის და სამოქალაქო სექტორის გეგმები.  მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23;

 

11:30 – “პირველ პრესკლუბში” „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის“ ხელმძღვანელი გრიგოლ გაგნიძე, პრეზიდენტს დისკრიმინაციაში ადანაშაულებს და ამასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას გააკეთებს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ.

 

12:00 – პრაიმტაიმის პრესკლუბში ისტორიკოსები ბუბა კუდავა, გოჩა სუთიძე პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: აზერბაიჯანში, ისტორიულ ჰერეთში, ქრისტიან ქართველებისთვის ერთადერთი მოქმედი ეკლესია თვეზე მეტია დაკეტილია.ქართველ სასულიერო პირს, ქვეყანაში შესვლის უფლება არ აქვს;

მასალების გადაბეჭდვის წესი