ახალი ამბები

შსს: ხურვალეთის მკვიდრი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გაიტაცეს

25 ივლისი, 2015 • 862
შსს: ხურვალეთის მკვიდრი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გაიტაცეს

“გატაცებულის გასათავისუფლებლად შსს-ს საინფორმაციო ანალიტიკურმა დეპარტამენტმა ოსურ მხარესთან მოლაპარაკებებს დღესვე დაიწყო, – განუცხადა “ნეტგაზეთს” დეპარტამენტის უფროსმა შალვა ენუქიძემ. მისივე თქმით, ოსური მხარე უკანონო დაკავებას ჯერჯერობით არ ადასტურებს. 

 

გატაცებამდე სოფელში იმყობოდნენ ევროპარლამენტარები, რომლებმაც ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს ის ტერიტორია მოინახულეს, სადაც ივლისში რუსმა სამხედროებმა საზღვრის აღმნიშვნელი ფირნიშები განათავსეს. 

 

ახალი სადემარკაციო ნიშნების აღმართვის შემდეგ ოსურ მხარეს მოექცა ის ტერიტორია, რომელსაც  ხურვალეთის და სხვა მიმდებარე სოფლების მოსახლეობა ამუშავებდა.  თუმცა ოსურ მხარესთან მოლაპარაკებების შემდეგ ადგილობრივმა მოსახლეობამ მოსავლის აღება დაიწყო. 

კონფლიქტის ზონაში, სოფელ კნოლევში რუსმა სამხედროებმა საქართველოს მოქალაქე 18 ივლისსაც დააკავეს, რომელიც შემდეგ ოსურმა მხარემ გაათავისუფლა. 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი