ახალი ამბები

ევროპარლამენტის დელეგაცია კონფლიქტის ზონას ეწვევა

25 ივლისი, 2015 • 1045
ევროპარლამენტის დელეგაცია კონფლიქტის ზონას ეწვევა

დელეგაციის შემადგენლობაში ევროპარლამენტის ყველა ძირითადი პარტიის – “ევროპის სახალხო პარტიის”, “სოციალ დემოკრატთა პროგრესული ალიანსის”, “ლიბერალ დემოკრატთა ალანსის”, “ევროპულ კონსერვატორთა და რეფორმატორთა ჯგუფის” წარმომადგენლები შედიან.

 

კონფლიქტის ზონაში ევროპარლამენტის დელეგაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან ერთად გაემგზავრებიან.

 

მანამდე ევროპარლამენტარები საქართველოს პრეზიდენტს და ნაციონალირი მოძრაობის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრებია დაგეგმილი ასევე პრემიერ-მინისტრთან.

 

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები იყო.  

 

“განსაკუთრებული ყურადღება რუსეთის მიერ სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების აღმართვა დაეთმო. ევროკავშირის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს აღნიშნულ ფაქტი და საქართველოს მიმართ თავიანთ მხარდაჭერას გამოხატეს”, – იუწყება პრეზიდენტ მარგველაშვილის პრესსამსახური.

 

ამავე წყაროს ცნობით, შეხვედრისას პრეზიდენტმა და ევროპარლამენტარებმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგის შესახებაც ისაუბრეს  და ყურადღება ვიზალიბერალიზაციის პროცესზე გაამახვილეს.

 

“გიორგი მარგველაშვილმა ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა როგორც საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფების, ისე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის”.

 

პრეზიდენტის და ევროპარლამენტარების შეხვედრას საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძე და საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძეც ესწრებოდნენ.

პრეზიდენტ მარგველაშვილის და ევროპარლამენტის დელეგაციის შეხვედრა, 25/07/2015 თბილისი, საქართველო, ფოტო: პრეზიდენტის პრესსამსახური
პრეზიდენტ მარგველაშვილის და ევროპარლამენტის დელეგაციის შეხვედრა, 25/07/2015 თბილისი, საქართველო, ფოტო: პრეზიდენტის პრესსამსახური

მასალების გადაბეჭდვის წესი