ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ალიევი სარგსიანზე: ის პრეზიდენტის პოსტზე არჩეული არ ყოფილა, დანიშნეს

23 ივლისი, 2015 • • 1130
ალიევი სარგსიანზე: ის პრეზიდენტის პოსტზე არჩეული არ ყოფილა, დანიშნეს

“სომხეთის პრეზიდენტმა ევროპული საბჭოს თავმჯდომარესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აზერბაიჯანი შორს არის დემოკრატიისგან. სერჟ სარგსიანს არ შეუძლია ისაუბროს დემოკრატიაზე იმიტომ, რომ ის პრეზიდენტის პოსტზე არჩეული არ ყოფილა, ყოფილმა პრეზიდენტმა დანიშნა. მართალია, არჩევნების ილუზია იყო შექმნილი, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ 2008 წელს, სომხეთში ჩატარებული “არჩევნების” დროს ადამიანები დახოცეს”, – ციტირებს ალიევის ნათქვამს ზერბაიჯანული მედია.

 

ალიევის თქმით, ის იმედოვნებს, რომ “ოკუპანტზე მეტი ზეწოლა განხორციელდება იმისთვის, რომ აზერბაიჯანმა თავისი მიწები დაიბრუნოს და მოლაპარაკებათა პროცესი დაასრულოს”. 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის    მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც  აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში  გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 
   


მასალების გადაბეჭდვის წესი