ახალი ამბები

მერია: თბილისის მასშტაბით 50-მდე ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება

21 ივლისი, 2015 • • 1073
მერია: თბილისის მასშტაბით 50-მდე ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება

ოფიციალური ინფორმაციით, საგზაო ინფრასტრუქტურის კაპიტალური შეკეთების მიზნით 18 მლნ ლარის ღირებულების ტენდერი უკვე დასრულებულია და 13 ქუჩის რეაბილიტაცია მომდევნო კვირაში, დანარჩენი ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები კი, როგორც მერიაში აცხადებენ, ეტაპობრივად დაიწყება. 

 

მერიის ცნობითვე, ჩატარებული ტენდერების მიხედვით, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე ქუჩების კაპიტალურ შეკეთებას კომპანია „ბლექ სი გრუპი“ აწარმოებს, რომელთა სამუშაოების ღირებულება დაახლოებით 6 მილიონ ლარს შეადგენს. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მდებარე ქუჩების კაპიტალურ შეკეთება კი ტენდერში გამარჯვებული კომპანია „არენამშენი“ ახორციელებს – სამუშაოების ღირებულება 5 500 000 ლარია. 

 

“უახლოეს 5 დღეში საგზაო სამუშაოები დაიწყება თბილისიდან კოჯრის მიმართულებით გზაზე. ასევე დაგეგმილია კოჯრის ცენტრალური მოედნის კატიპალურად შეკეთება. ამ დროისათვის დედაქალაქის მასშტაბით საგზაო სამუშაოები 11 ქუჩაზე ხორციელდება”, – წერია მერიის განცხადებაში. 


ქუჩების ჩამონათვალი, რომელთაც რეაბილიტაცია ჩაუტარდებათ, მერიას აღნიშნულ განცხადებაში არ დაუსახელებია.

 

თბილისი; ნეტგაზეთი
თბილისი; ნეტგაზეთი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი