ახალი ამბები

შსს: აქციის “არა პანორამას” მონაწილეთა უმეტესობა წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დავაკავეთ

19 ივლისი, 2015 • 1199
შსს: აქციის “არა პანორამას” მონაწილეთა უმეტესობა წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დავაკავეთ

ამათგან, როგორც შსს–ში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, 8 მათგანს 166–ე მუხლი აქვს, რაც წვრილმან ხულიგნობას ითვალისწინებს; ერთს  166–ე და 45–ე მუხლები, რაც წვრილმანი ხულიგნობის გარდა ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნის გარეშე, მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენა ან შენახვას, ან მოხმარებას გულისხმობს; “ტაბულას” ფოტორეპორტიორს, ალექსანდრე გიორგაძეს კი 166–ე და 173–ე მუხლები აქვს, რაც წვრილმა ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

 

თბილისის საკრებულოსთან მიმდინარე საპროტესტო აქცია “პაNoრამას” ერთ-ერთი მონაწილე, რომელსაც უცენზურო სიტყვა ეწერა ფურცელზე, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა წაიყვანეს. სამართალდამცავები გიგა მაქარაშვილის დაკავების მოტივზე არ საუბრობენ. აქციის მონაწილეებმა სოლიდარობის ნიშნად ის წარწერები გააკეთეს ტრანსპარატებზე, რის გამოც, მათი თქმით, პატრულმა მაქარაშვილი დააკავა.

Posted by netgazeti.ge on Sunday, July 19, 2015

 

პირველად სამართალდამცავებმა აქციის მონაწილე, გიგა მაქარაშვილი დააკავეს. შსს–ს განმარტებით, იგი ადმინისტრაციული წესით, 166–ე მუხლით არის დაკავებული, რაც ხულიგნობას გულისხმობს.

 

აქციის სხვა მონაწილეებმა გიგა მაქარაშვილის დაკავება მისსავე პლაკატზე არსებულ წარწერას დაუკავშირეს და სოლიდარობის ნიშნად მათაც იგივე წარწერა გააკეთეს თავიანთ პლაკატებზე. პოლიციელებმა მათ ამ წარწერების დამალვა მოთხოვეს, ამის შემდეგ პოლიციელებმა აქციის სხვა მონაწილეებიც დააკავეს. აქციის მონაწილეთა გარდა, დაკავებულთა შორის არის “ტაბულას” ფოტოჟურნალისტი ალქესანდრე გიორგაძეც.

პარტიზანული ნმებაღეობსი აქტივისტის, ნატა ფერაძის დაკავება. ფოტო – ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე
პარტიზანული ნმებაღეობსი აქტივისტის, ნატა ფერაძის დაკავება. ფოტო – ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი