ახალი ამბები

ანონსი – 17 ივლისი

16 ივლისი, 2015 • 1627
ანონსი – 17 ივლისი

09:30 „ციხის საერთაშორისო რეფორმა“ მართავს რეგიონულ კონფერენციას თემაზე „არასაპატიმრო სანქციების გამოყენება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში“. ღონისძიებაზე განხილული იქნება შემდეგი თემები: პრობაციის სამსახური – ორგანიზაცია და ფუნქციები და სამუშაო მეთოდოლოგიები, პირობითი მსჯავრის აღსრულება, არასაპატიმრო სანქციები, ვადაზე ადრე გათავისუფლება, სარეაბილიტაციო პროგრამები, და განრიდება.  ღონისძიება გაიმართება სასტუმროში “Holiday Inn”, 09:30 საათიდან 17:15 საათამდე, ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე.


10:30 ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა. დღის წესრიგიქუთაისი, დარბაზი N303

 

10:30 არქიტექტორი და 13 ივნისის სტიქიასთან დაკავშირებით მერიასთან  შექმნილი კომისიის წევრი გიგა ბათიაშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.  თემა:  სპეციალური კომისიის დასკვნის შედეგები, ახალი გზის რეზბილიტაცია; სარისკო და მეწყერსაშიში უბნები და მერიის გეგმები. მისამართიუშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი ეკა გულუა: 599726565.

 

11:00 თბილისის მერიის წარმომადგენელი და ორგანიზატორები: ოლი აბრამიშვილი, ირაკლი კაკაბაძე, თედო მაყაშვილი და ნიკუშა მაჭავარიანი პორტალ კვირას პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.  თემა:  15 ივლისს სპორტის  სასახლეში  გამართული  გრანდიოზული საველმოქმედო კონცერტი სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლადრა თანხა შეგროვდა კონცერტზე და როგორ გადანაწილდება.  მისამართი: უშანგიჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი ეკა გულუა: 599726565

 

 

11:00 “პირველ პრესკლუბში” მოძრაობა „დამოუკიდებლობისა და ევროინტეგრაციისთვის“ დამფუძნებელი ანდრო ბარნოვი, საზღვრის უკანონო გადმოწევასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას გააკეთებს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22

 

11:00 განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა. დღის წესრიგიქუთაისი, დარბაზი N306

 

11:00  „ახალგაზრდა ადვოკატები“, „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი“, „პოზიცია“ და „ახალგაზრდული ცენტრი – ჩვენი თაობა“ ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ, თემაზე: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიზანმიმართული ქმედებები ქართული პოლიციის დისკრედიტაციას წარმოადგენს და რუსული ოკუპაციის გაგრძელების საფრთხეს ხდის. მის: ქ. თბილისი, მარჯანიშვილის #16, 4 კორპუსი, ბინა 2ა. საკონტაქტო: თამარ ქარელი,  598757701 

 

11:30 “პირველ პრესკლუბში” ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მცოცავი ოკუპაცია, მოსალოდნელი საფრთხეები და რისკები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22

 

13:00  თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა.

 

14:00 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

 

14:00 ქალაქ ქუთაისში, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს იმერეთი–რაჭა–ლეჩხუმი–ქვემო სვანეთის მომსახურების ცენტრში (მის. ქ. ქუთაისი, ჯავახიშვილის ქ. N5) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“ ანტიკორუფციული სტრატეგიის ფარგლებში სახელმწიფო საწარმოთა თანამშრომლებისათვის ტრენინგს გამართავს.

 

14:00  ქალთა მოძრაობის 6 წევრი: ნინო ლომჯარია, ბაია პატარაია, ლელა ცისკარიშვილი, ნაზი ჯანეზაშვილი, თამარ დეკანოსიძე და თამთა მიქელაძე ქ. რუსთავში სასჯელაღსრულების #5 დაწესებულებაში მყოფ ქალ პატიმრებს მოინახულებენ. ქალთა მოძრაობის მიზანია შეხვდეს და გაესაუბროს პატიმარ ქალებს; მოგვიანებით კი ყველა შესაძლო ზომას მიმართოს საპყრობილეში ქალი პატიმრების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 568 18 00 10


14:30 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე  და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ფონდის ახალი სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს შეხვდებიან. მისამართი: ქ. თბილისი, ალექსიძის 1, III სართული. 

მასალების გადაბეჭდვის წესი