ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ერევანში აქტივისტები ძალის გადამეტებისთვის პოლიციელების დასჯას ითხოვენ

15 ივლისი, 2015 • • 1099
ერევანში აქტივისტები  ძალის გადამეტებისთვის პოლიციელების დასჯას ითხოვენ

14 ივლისს აქციის 200 -მა მონაწილემ, რომლებიც პოლიციელების დასჯას ითხოვენ, ამირიანის ქუჩა გადაკეტეს. მოგვიანებით ქუჩა გაიხნა, აქციის მონაწილეები კი სომხეთის გენერალური პროკურატურისკენ გაემართენ, სადაც მათ პოლიციელების კორდონი დახვდათ ორ რიგად.


აქციის მონაწილეებმა გენერალურ პროკურატურასთან განცხადება წაიკითხეს, რომლის მიხედვითაც, პოლიციელებმა დანაშაული ჩაიდინეს, როდესაც დემონსტრანტები დაშალეს. აღნიშნული განცხადება მათ გენერალურ პროკურატურას გადასცეს. აქციის მონაწილეები პროკურატურისგან პასუხს კანონით გათვალისწინებულ 10 დღეში ელოდებიან. “კავკაზსკი უზელის” ცნობით, პროკურრატურას კომენტარი არ გაუკეთებია.


3 ივლისს სომხეთის სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გადამეტების შესახებ განაცხადა. უფრო ადრე, 25 ივნისს კი პოლიციის უფროსმა თქვა, რომ შეცდომისაგან დაზღვეუული არავინაა.

 

ერევანში საპროტესტო აქციები 17 ივნისს ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირების გამო დაიწყო. 23 ივნისს პოლიციამ ბაგრამიანის ქუჩა დემონსტრანტებისგან გაათავისუფლა. “კავკაზსკი უზელის” ცნობით, ამ დღეს 240 ადამიანი დააკავეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, 25 მათგანს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.


   
მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის    მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც  აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში  გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.



მასალების გადაბეჭდვის წესი