ახალი ამბები

გლდანში აფეთქების შედეგად კორპუსის ნაწილის ჩამონგრევამ 2 ადამიანი იმსხვერპლა

14 ივლისი, 2015 • 1241
გლდანში აფეთქების შედეგად კორპუსის ნაწილის ჩამონგრევამ 2 ადამიანი იმსხვერპლა

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განმარტებით, კორპუსს ქონდა 3-სართიულიანი მიშენება და აფეთქების შედეგად სწორედ ეს ნაწილი ჩამოიშალა. 

 

მათივე განცხადებით, ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფებია მობილიზებული. სააგენტოს თქმით, მიმდინარეობს კორპუსის მაცხოვრებელთა ევაკუაცია.

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ აფეთქება, სავარაუდოდ, გაზმა გამოიწვია. 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქმეზე გამოძიება 2401 მუხლით არის დაწყებული, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი