ახალი ამბები

აშშ: მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები

14 ივლისი, 2015 • • 1134
აშშ: მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები

“ჩვენი პოზიცია სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან დაკავშირებით ნათელია: ეს რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია. ჩვენ კიდევ ერთელ ვადასტურებთ ჩვენს ძლიერ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდბელობის მიმართ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, უკან წაიღოს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის აღიარება, სამხედრო ძალები კონფლიქტამდე არსებულ ლოკაციებზე დააბრუნოს”, – თქვა კირბიმ.


აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი


 

11 ივლისს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბნისა და ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები აღმართეს.

 

 

 

 

 

 


 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი