ახალი ამბები

ნინო ბურჯანაძე არ აკონკრეტებს, შეხვდება თუ არა მოსკოვში პუტინს

9 ივლისი, 2015 • • 1046
ნინო ბურჯანაძე არ აკონკრეტებს, შეხვდება თუ არა მოსკოვში პუტინს

“[მოსკოვში] ორმაგი დატვირთვით მივდივარ: ერთი მხრივ, კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც უსაფრთხოების გამოწვევებს ეძღვნება, და ამავდროულად შეხვედრები მექნება რუსეთის ხელსიუფლების უმაღლეს წარმომადგენლებთან. საუბარი სწორედ საქართველოს უსაფრთხოების საკითხებს შეეხება, იმ თემებზე, რომელიც ძალიან გვაწუხებს და რომლის მოგვარებისთვისაც აუცილებელია რუსეთთან საუბარი”, – აცხადებს ბურჯანაძე.


კითხვას, შეხვდება თუ არა მოსკოვში პუტინს, იგი ასე პასუხობს:


“ყველა დეტალს შეხვედრებთან და მის შედეგებთან დაკავშირებით ჩამოსვლის შემდეგ გაიგებთ”.

მასალების გადაბეჭდვის წესი