ახალი ამბები

სუპერთასის ბილეთების გამო თელასმა დღევანდელი სარემონტო სამუშაოები გადადო

30 ივნისი, 2015 • 1324
სუპერთასის ბილეთების გამო თელასმა დღევანდელი სარემონტო სამუშაოები გადადო

კომპანიის ცნობით, ელექტროენერგიის მიწოდება დღეს თბილისის არც ერთ რაიონს არ შეეზღუდება.

 

სს “თელასის” განცხადება.სს „თელასმა“ გაითვალისწინა საზოგადოების მაღალი ინტერესი უეფას სუპერ თასის საფეხბურთო მატჩზე და…

Posted by ს.ს თელასი – ოფიციალური გვერდი on Monday, June 29, 2015

 

სს “თელასის” გუშინდელი განცხადებით, სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო ელექტრომომარაგება დღეს დილის 10 საათიდან დროებით უნდა შეზღუდულიყო ნაძალადევის, ისნის, სამგორის, ჩუღურეთის, გლდანის, კრწანისის, მთაწმინდის, დიდუბისა და საბურთალოს რაიონებში.

 

დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო ელექტრომომარაგება30 ივნისს დროებით შეიზღუდება.ნაძალადევის რაიონიგეგმიურ…

Posted by ს.ს თელასი – ოფიციალური გვერდი on Monday, June 29, 2015

 

უეფას სუპერთასის ბილეთების გაყიდვა biletebi.ge-ზე დღეს, 30 მაისს, 09:00–ზე განახლდა. ამ დროისთვის [11:25] ბილეთების რიგში 80 000-ზე მეტი ადამიანია. საქართველოს მოქალაქეები ადგილობრივი IP მისამართებიდან 24 ათას ბილეთს შეიძენენ, ხოლო უცხოეთიდან – 6000-ს.

მასალების გადაბეჭდვის წესი