ახალი ამბები

კარიკატურის გამო ჟურნალისტებზე მუქარის ფაქტებს ქარტიის საბჭო და საია ეხმაურებიან

23 ივნისი, 2015 • • 1057
კარიკატურის გამო ჟურნალისტებზე მუქარის ფაქტებს ქარტიის საბჭო და საია ეხმაურებიან

“ქარტიის საბჭო ხაზს უსვამს, რომ საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია ქვეყნის კანონმდებლობით, უშუალოდ სისხლის სამართლის კოდექსით კი ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლაც და მუქარაც დასჯადია. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მიმართავს სამართალდამცველ ორგანოებს და იმედოვნებს, რომ შესაბამისი უწყებები ჟურნალისტების მიმართ მუქარისა და ზეწოლის ფაქტზე მოახდენენ შესაბამის, დროულ და ადეკვატურ რეაგირებას”, – წერია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხდებაში.

 

ასევე, საია სახელმწიფოს მოუწოდებს, უზრუნველყოს ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვა და მათ მიმართ მუქარის ფაქტის ეფექტური გამოძიება.

“საია მიესალმება საგამოძიებო ორგანოს სწრაფ რეაგირებას და მოუწოდებს მათ, უზრუნველყონ აღნიშნულ საქმეზე სწრაფი, ყოველმხრივი და ობიექტური გამოძიება, ასევე უზრუნველყონ ჟურნალისტების ფიზიკური უსაფრთხოება და  დაცვა ყველა შესაძლო ხელშეშლისა და  უკანონო ზემოქმედებისაგან. საია გამოხატავს მზადყოფნას, დაიცვას ჟურნალისტების უფლებები და წარმოადგინოს მათი ინტერესები როგორც საგამოძიებო ორგანოში, ისე სასამართლო წარმოების ეტაპზე”, -ნათქვამია საიას განცხადებაში.


renessans.ge-ს ჟურნალისტები აცხადებენ, რომ განათლების თემაზე მათ საიტზე გამოქვეყნებული კარიკატურის გამო მარნეულში მცხოვრები ერთ-ერთი საქველმოქმედო ორგანიზაციის წარმომადგენელი ჯავიდ გურბანოვი მათ “სისხლის დაღვრით” ემუქრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი