ახალი ამბები

სტიქიას კიდევ ერთი პინგვინი გადაურჩა

23 ივნისი, 2015 • • 1104
სტიქიას კიდევ ერთი პინგვინი გადაურჩა

 თბილსის ზოოპარკის პრესამსახურმა მზია შარაშიძემ “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ სტიქიის შედეგად გადარჩენილი კიდევ ერთი პინგვინი დღეს სამხედროებმა მტაცებელი ცხოველების ქვედა ვოლიერების დასუფთავებისას იპოვნეს:

 

“გაწმენდითი სამუშაობის დროს სტიქიას გადარჩენილი პინგვინი ნანგრევებსი იმალებოდა. არ აღენიშნება დაზიანებები, მაგრამ არის შეშინებული და ვეტერინარების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება”.

 

თბილსის სტიქიამდე თბილისის ზოოპარკში 17 პინგვინი ბინადრობდა. ბოლო მონაცემებით მათი რაოდენობა 10-ია. კიდევ ერთი პინგვინი გასულ კვირას მაშველებმა “ვისოლის” ბენზინგასამართ სადგურზე იპოვეს და ზოოპარკში დააბრუნეს. 

 

13-14 ივნისის სტიქიის შედეგად გარდაცვლილია 19 ადამიანი, საიდანაც 18 უკვე იდენტიფიცირებულია. 3 ადამიანი დაკარგულად ითვლება. სტიქიის შედეგად დაზიანდა თბილისის ზოოპარკიც. ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიის შედეგად მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა, ჯამში, 100 მილიონ ლარს აჭარბებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი