ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

The HALO Trust-ის 15 წელიწადი მთიან ყარაბაღში

22 ივნისი, 2015 • • 1329
The HALO Trust-ის 15 წელიწადი მთიან ყარაბაღში

მთიან ყარაბარში The HALO Trus-ის პროგრამების მენეჯერი, იური შახრამანიანი ამბობს, რომ მუშაობის დროს ძირითადად ქვეითსაწინააღმდეგო და ჯავშანსაწინააღმდეგო საბჭოთა წარმოების ნაღმები, კასეტური ავიაბომბები და სხვა საბრძოლო მასალები ხვდებათ, რომლებიც ფართოდ გამოიყენებოდა მთიან ყარაბაღში 1992-1994 საომარი მოქმედებების დროს.

 

ორგანიზაციის 15 წლის მუშაობის შედეგად ყარაბაღის 44,486,779 კვ.მეტრი (84%) ტერიტორია იყო გაუვნებელყოფილი ნაღმებისგან, კასეტური მომბებისგან და სხვა აუფეთქებელი საბრძოლო მასალებისგან. ამ დროისთვის ტერიტორიის 16% რჩება დანაღმული და 21% კი კასეტურ ავიაბომბებსა და სხვა საბრძოლო მასალებს მოიცავს. 

 

ორგანიზაციის მონაცემებით, 1995-2015 წლებში უბედური შემთხვევების დროს 366 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 7  The HALO Trus-ის გამნაღმველი იყო. 




ორგანიზაციის საგანმანათლებლო კურსი ბავშვებისთვის, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ისინი რისკების დროს. 


 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   
   



მასალების გადაბეჭდვის წესი