ახალი ამბები

სახელმწიფო უწყებებმა სტიქიით დაზრალებულთა ზარალის შეფასება დაიწყეს

21 ივნისი, 2015 • • 992
სახელმწიფო უწყებებმა სტიქიით დაზრალებულთა ზარალის შეფასება დაიწყეს

საქართველოს განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი ამბობს, რომ ამ პროცესში რამდენიმე სახელმწიფო უწყებაა ჩართული.

 

“დაწყებულია სრული აღწერა და ინვენტარიზაცია იმ ზარალისა, რაც განიცადა მოქალაქეებმა და მოსახლეობამ. რამდენიმე უწყება ვართ ჩართული, ეს არის მერია და გამგეობა, თავისთავად, ეკონომიკის სამინისტრო, რომელიც აკეთბს უშუალო აზომვებს. ვთქვათ, შენობის მიწის და ასე შემდეგ, ჩვენი სამინისტრო იმიტომ, რომ მეთოდოლოგია ჩვენ გვაქვს შემუშავებული, როგორ უნდა მოხდეს დადგენა და რა კრიტერიუმებით უნდა მოხდეს ანაზღაურება. ჩართულია ასევე სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო, რომელიც უშუალოდ დაადგენს იმ ზარალს, რომელიც მიიღო მოსახლეობამ. და საბოლოოდ ამის საფუძველზე იქნება გადაყწვეტილება მიღებული”, – განუცხადა სოზარ სუბარმა “რუსთავის 2”-ს.

 

13-14 ივნისს თბილისში სტიქიის შედეგად, ამ დროის მონაცემებით, 19 ადამიანი დაიღუპა, 3 დაკარგულად ითვლება რამდენიმე ასეული ადამიანი დარჩა უსახლკაროდ. წყალდიდობის შედეგად დაიტბორა ზოოპარკიც, რის შედეგადაც დაიღუპა ცხოველები. ზოგი მათგანი კი დაიკარგა. ამ დროისთვის ზოოპარკიდან დაკარგულად ითვლება ერთი ვეფხვი და ერთი ზოლიანი აფთარი.

მოხალისეები სვანიძის ქუჩაზე; ფოტო: ნეტგაზეთი
მოხალისეები სვანიძის ქუჩაზე; ფოტო: ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი