ახალი ამბები

უსუფაშვილი: ეს ტრაგედია ჩვენთვის ხანგრძლივი ეფექტის გაკვეთილი იქნება

20 ივნისი, 2015 • 947
უსუფაშვილი: ეს ტრაგედია ჩვენთვის ხანგრძლივი ეფექტის გაკვეთილი იქნება

“ეს ტრაგედია, მგონია, რომ უბრალოდ გაკვეთილი არ იქნება ჩვენთვის. ეს იქნება ძალიან ხანგრძლივი ეფექტის გაკვეთილი და ჩვენ შევძლებთ იმას, რომ გრძელვადიანი პროგრამები და სისტემები შევქმნათ, რომლებიც ამდაგვარ ტრაგედიებს აგვაცილებენ ჩვენც და მომავალ თაობებსაც იმიტომ, რომ ვხედავთ, დღეს მიღებული გადაწყვეტილება შესაძლოა 30 და 40 წლის შემდეგ აღმოჩნდეს, რომ არცთუ მთლად სწორია და სრულიად სხვა თაობებს მოუწიოს ამ უბედურებაში ყოფნა. ამიტომ, აი, ეს გძელვადიანი, მომავალზე ორიენტირებული, პრევენციაზე ორიენტირებული პოლიტიკაა შესამუშავებელი და ეს ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ,”- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 

 



“მე მჯერა, რომ ეს იქნება მოვლენა, რომელიც ეროვნულ ცნობიერებაში გამოიწვევს შემობრუნებას”. – დავით უსუფაშვილის ინტერვიუ სტიქიების პრევენციასა და უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესების შესახებ.

Posted by David Usupashvili Official on Friday, June 19, 2015

 

თბილისში 13 ივნისს ღამით მომხდარ სტიქიას, დღევანდელი მონაცემებით, 19 ადამიანი შეეწირა, 3 კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სტიქიისგან მიყენებული ზარალი 100 მილიონ ლარს მიაღწევს. 

 

დაიტბორა თბილისის ზოოპარკიც. ცხოველების ნაწილი დაიხრჩო, ნაწილი კი გაიქცა. გაქცეულ ცხოველთაგან ნაწილი უკან დააბრუნეს, ნაწილი კი – მოკლეს. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი