ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ზატულინი თურქეთს მოუწოდებს, მორჩეს თამაშს და აფხაზეთი აღიაროს

19 ივნისი, 2015 • • 1088
ზატულინი თურქეთს მოუწოდებს, მორჩეს თამაშს და აფხაზეთი აღიაროს

“ქართულ-აფხაზური კონფლიქტი არის საბჭოთა კავშირის დაშლისა და იმ გარემოებების შედეგი, რის მიხედვითაც საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ თავისი ტერიტორიული მთლიანობის შესახებ ცრუ დასკვნები გამოიტანა, რასაც დღეს თურქეთიც აღიარებს. თუ აფხაზეთთან ურთიერთობები გინდათ, აღიარეთ, ბოლოს და ბოლოს, მორჩით ამ თამაშს”. – განაცხადა ზატულინმა მრგვალი მაგიდის დროს, რომელსაც თურქეთის სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

 

 

კონსტანტინე ზატულინი; ფოტო: sputnik abkhazia
კონსტანტინე ზატულინი; ფოტო: sputnik abkhazia

 

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი