ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსეთის დუმამ ცხინვალთან შეთანხმების რატიფიცირებას მხარი ერთხმად დაუჭირა

19 ივნისი, 2015 • • 1007
რუსეთის დუმამ ცხინვალთან შეთანხმების რატიფიცირებას მხარი ერთხმად დაუჭირა

რატიფიცირებას მხარი 414-მა დეპუტატმა დაუჭირა, მხოლოდ ერთმა დეპუტატმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.

 

ეს დოკუმენტი რუსეთის პარლამენტში პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიმდინარე წლის მაისის ბოლოს შეიტანა.

 

ინტეგრაციისა და მოკავშირეობის შესახებ შეთანხმებას ხელი ლეონიდ თიბილოვმა და ვლადიმერ პუტინმა 18 მარტს მოაწერეს.

 

მსგავსი შეთანხმება რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთთანაც გააფორმა.

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი