ახალი ამბები

კრიზისების საბჭო: მტაცებელი ცხოველების დატბორილ ვოლიერებს შლამისგან დღეს გაწმენდენ

19 ივნისი, 2015 • 1214
კრიზისების საბჭო: მტაცებელი ცხოველების დატბორილ ვოლიერებს შლამისგან დღეს გაწმენდენ

ასევე, კრიზისების საბჭოს ცნობით, დღევანდელი დილის მდგომარეობით (10:00),  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, სტიქიის შედეგად დაღუპულთა და უგზო-უკვლოთ დაკარგულთა რაოდენობა ამ დროისთვის უცვლელია: დაღუპულია 19, ხოლო უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 3 ადამიანი. 

 

საბჭოს ცნობით, წუხელ, დაახლოებით ღამის 4 საათისთვის დასრულდა ვაკის ხორცპროდუქტების ქარხნიდან გაფუჭებული საკვები პროდუქტის სრულად გატანა.

 

ასევე, საბჭოს ინფორმაციით, დღეს დილიდან განახლდა სამუშაოები ლაგუნა ვერეს  მიმდებარე ტერიტორიაზე და თავად აუზზე. 8 ერთეული სპეცტექნიკის გამოყენებით მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვა, რაც, სავარაუდოდ, დღის ბოლომდე დასრულდება. ამის შემდეგ დაიწყება სამძებრო სამუშაოები. დღეს დილით აუზის ტერიტორიიდან 3 ავტომანქანა გამოიტანეს.

 

“ბაგებში, კოლექტორის თავზე გაწმენდითი სამუშაოები დასრულებულია. დილიდან დაიწყო საინჟინრო სამუშაოები ამ მომენტისთვის მზადდება სპეციალური მოედანი, საიდანაც შესაბამისი ტექნიკის მეშვეობით მოხდება კოლექტორზე ბეტონის დასხმა.

 

წყნეთის ქუჩაზე მდინარე ვერეს კალაპოტში მოწყობილ დამბაზე განხორციელდა შესაბამისი სამუშაოები ბეტონის დამცავი კედლის აღმართვის მიზნით. დაწყებულია პროექტის მომზადება. დღეს   დაგეგმილია მოსამზადებელ  სამუშაოების დაწყება მდ.ვერეს ამ მონაკვეთზე არსებული გვირაბების ჩამონგრეული ნაწილის აღსადგენად.

 

განხორციელდა მზიურის ტერიტორიაზე სპეციალური განათების სისტემების დამონტაჟება, რამაც მთელი ღამის განმავლობაში  გაწმენდითი სამუშაოების წარმოების საშუალება მოგვცა. ღამის განმავლობაში აღმოჩენილი ძაღლების ლეშები ტერიტორიიდან  გატანილია სპეციალისტების მიერ. გაწმენდით-სამძებრო სამუშაოებში ჩართულია 477 მეხანძრე-მაშველი,  დაცვის პოლიციის100 თანამშრომელი და შესაბამისი ტექნიკა.

 

სვანიძის ქუჩაზე ღამის 4 საათამდე იმუშავა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტექნიკამ. შედეგად, შესაძლებელი გახდა  ძაღლების თავშესაფართან მდინარე ვერეს ძველ კალაპოტში დაბრუნება და თავშესაფართან დამაკავშირებელი ხიდის ფუნქციონირების აღდგენა, რაც ცხოველების დარჩენილი ლეშების გატანის შესაძლებლობას იძლევა. 

 

დილიდან დაიწყეს მუშაობა მაშველებმაც, რომლებიც აპირებენ მდინარის მეორე ნაპირზე გადასვლას და შესაბამისი ტექნიკის მეშვეობით დარჩენილი 5 დათვის ლეშის ამოღებას,”- აცხადებს კრიზისების მართვის საბჭო

 

თბილისის ზოოპარკი 13 ივნისის სტიიქიის შემდეგ; 15.06.15. ფოტო: გუკი გიუნაშვილი
თბილისის ზოოპარკი 13 ივნისის სტიიქიის შემდეგ; 15.06.15. ფოტო: გუკი გიუნაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი