ახალი ამბები

გიორგობიანი: ვაკეში არასრულწლოვნები ვეფხვის ხმას მოსახლეობას დინამიკით ასმენინებდნენ

19 ივნისი, 2015 • • 971
გიორგობიანი: ვაკეში არასრულწლოვნები ვეფხვის ხმას მოსახლეობას დინამიკით ასმენინებდნენ

“ახლა მოხდა ასეთი შემთხვევა, შემოვიდა შეტყობინება ფალიაშვილის ქუჩიდან, რომ ვეფხვის ხმა გაიგონეს, გავიდა ადგილზე პატრული და რა აღმოჩნდა?! არასრულწოვნებმა ვეფხვის ხმა ჩაიწერეს ტელეფონში და ამ ხმას ფანჯრიდან დინამიკების მეშვეობით ქუჩაში გადასცემდნენ!  მოზარდები მშობლებთან ერთად პოლიციაში დაიბარეს. მთელი დღის განმავლობაში ბევრი ცრუ შეტყობინება შემოდის, მაგარამ ეს უკვე არაფერში არ ჯდება! იმედს ვიტოვებ, მსგავსი ხუმრობის ხასიათზე სხვები არ დადგებიან”, – წერს გიორგობიანი ფეისბუკზე.


სამართალდამცველები თბილისის ზოოპარკიდან დაკარგულ ვეფხვს და ზოლებიან აფთარს ეძებენ.


მასალების გადაბეჭდვის წესი